ხუთშაბათი, აგვისტო 16, 2018
Home > ქუთაისი

ქუთაისში ჯარისკაცმა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა

მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩაძემ ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი მაშველების მისვლამდე გადაარჩინა. ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა. ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!   topnews.com.ge

დაწვრილებით

100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან ივლისამდე მართვის მოწმობა იმერეთში 28 მძღოლს შეუჩერდა

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან, 2017 წლის 1 ივლისიდან  მიმდინარე  წლის 5 ივლისამდე, მინიჭებული ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება იმერეთის რეგიონში 28 მძღოლს შეუჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა შვიდი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელმაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვა და მართვის უფლება 12 თვით შეჩერება გამოიწვია. მართვის მოწმობის 100 ქულიანი

დაწვრილებით