ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > ქუთაისის მერიამ მოქალაქეებს უფასო ინტერნეტი გაუთიშა

ქუთაისის მერიამ მოქალაქეებს უფასო ინტერნეტი გაუთიშა

68 ნახვა

ქუთაისში არსებული უფასო wifi სახელწოდებით kutaisi loves you რამდენიმე თვეა გათიშულია.

როგორც ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, wifi ხარვეზით მუშაობდა, რის გამოც მისი გათიშვა მოხდა. აქვე იმასაც აცხადებენ, რომ იგეგმება აღდგენა, თუმცა რა ვადაში, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და ქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს უფასო wi-fi-თ სარგებლობა 2016 წლის ივლისიდან შეეძლოთ. როგორც იმ დროს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში აცხადებდნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას თანხა არ დაუხარჯავს, რადგან, უსადენო ინტერნეტი ქალაქის მერიის ინტერნეტთან იყო დაკავშირებული.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *