ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2019
Home > საიხლეები > ნახეთ: ტატო რუსიამ აქცია-კონცერტზე კომპოზიცია “გამოდი გარეთ!” შეასრულა

ნახეთ: ტატო რუსიამ აქცია-კონცერტზე კომპოზიცია “გამოდი გარეთ!” შეასრულა

246 ნახვა

ქართული ჯგუფის, MokuMoku-ს წევრმა ტატო რუსიამ 4 ივლისს პარლამენტთან გამართულ აქცია-კონცერტზე “მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ” საპროტესტო კომპოზიცია “გამოდი გარეთ!” შეასრულა.

ტატო რუსიამ ჯგუფ MokuMoku-სთან ერთად შარშან მადრიდში, ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე Mad Cool დაუკრა. წარსულში ის პროექტ Gravity-ში მოღვაწეობდა. მუსიკოსმა 16 ივნისს სადებიუტო ინსტრუმენტული სოლო ალბომი In Thru Mentals გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ.

წყარო: popmusic.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *