ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2019
Home > ვანი > ვანის რაიონის სოფელ ძულუხში ახალი საბავშვო ბაღი ეწყობა

ვანის რაიონის სოფელ ძულუხში ახალი საბავშვო ბაღი ეწყობა

319 ნახვა

ვანის მუნიციპალიტეტის ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ,საჯარო სკოლის თავისუფალ ფართში ახალი საბავშვო ბაღი ეწყობა.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილ თავისუფალ ფართში შეიცვალა ჭერი, იატაკი და კარ-ფანჯარა, გაილესა კედლები, მიმდინარეობს სამზარეულოს და სველი წერტილების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იმედი 2015“ ახორციელებს.
სარემონტო სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 64 314 ლარი დაიხარჯება.
30 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი, აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სარემონტო სამუშაოები 3 აგვისტოს დასრულდება.

წყარო: ვანის მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *