Home > საიხლეები > უკანონოდ გავლებული ე.წ. ძველი მავთულხლართი ოკუპანტებმა ახლით ჩაანაცვლეს — სუს

უკანონოდ გავლებული ე.წ. ძველი მავთულხლართი ოკუპანტებმა ახლით ჩაანაცვლეს — სუს

245 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. უწყების ცნობით, ამ თემაზე გააქტიურებულია ცხელის ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუსი ირწმუნება, რომ ამ მონაკვეთზე საზღვრის უკანონო გადმოწევას ანუ ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა, სოფელ ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს. უწყება აცხადებს, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის 21 იანვარს მოხდა. ამ საკითხზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ბატონისაშვილების ბაღის ნაწილი მიტაცების შესახებ ინფრომაცია დღეს, 26 იანვარს გავრცელდა. ხურვალეთის მცხოვრები, ნორა ბატონისაშვილი ამბობს, რომ მისი ბაღის ზემოდან გაავლეს მავთულხლართები და სახლის უკან ვეღარ გადის.

on.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *