სამშაბათი, თებერვალი 19, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > “ხაჭაპურის ტრადიციას” არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

“ხაჭაპურის ტრადიციას” არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

72 ნახვა

“ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ხაჭაპური გემოს მსოფლიო ატლასმა მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დაასახელა. საქართველოში, ამ დროისთვის, 83 სახეობის ხაჭაპური არის აღმოჩენილი, მათგან 53 კი ოფიციალურადაა დადასტურებული. ხაჭაპური სულ უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე გიამბეთ რესტორანზე Cheeseboat, რომელიც ნიუ-იორკის შუაგულში, აჭარული ხაჭაპურით ხიბლავს სტუმრებს. ასევე, გიამბეთ ამერიკელ წყვილზე, რომელმაც ვაშინგტონში ქართული რესტორანი “სუფრა”გახსნა, ხოლო ხაჭაპური მათი ერთ-ერთი საკვანძო კერძია.

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *