ოთხშაბათი, ნოემბერი 14, 2018
Home > მოგზაურობა > რთულია მეწარმისთვის პაემნებზე სიარული?

რთულია მეწარმისთვის პაემნებზე სიარული?

13 ნახვა

ხშირად ამბობენ, რომ მეწარმეობა მარტოხელა ბიზნესმენობას ნიშნავს, თუმცა რამდენად მარტოხელა იგულისხმება, ნაკლებად საუბრობენ.
დაუონ კანგი და მისი დები, არუმი და სუ ანტრეპრენუარები არიან და ამის შესახებ საკუთარი გამოცდილებით იციან. ისინი სან-ფრანცისკოში საკუთარ კომპანიას Coffee Meets Bagel ფლობენ და როგორც თავად ყვებიან, არაერთხელ მდგარან ისეთი სირთულის წინაშე, როგორიცაა დროის გამონახვა პაემნებისთვის.


2012 წელს, კანგი ჰონგ-კონგში ცხოვრობდა, ხოლო მისი დები – ნიუ-იორკში. ქალაქური ცხოვრება და კარიერული გამოწვევები მეწარმეების პირად ცხოვრებას მნიშვნელოვნად ავიწროვებდა: “ადამიანების გაცნობა საკმაოდ რთული იყო, იმის მიუხედავად, ვინ იყავი”.

კანგის თქმით, მიზეზი ისაა, რომ როგორც მეწარმეებს, თავად არ ჰქონდათ დრო საამისოდ. ის თვლის, რომ მეწარმეები რთული კონტიგენტია, რადგან ისინი უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე სრული გრაფიკით მომუშავე დასაქმებული ადამიანები. “ეს ცხოვრების სტილია და ყველა ვერ შეეგუება შენს ასეთ განრიგს” – ამბობს კანგი. ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამო მარტოობისთვის ხარ განწირული.

აირჩიეთ ნაცნობი გარემო

არსებობს მიზეზი, რის გამოც ბევრი ხელმძღვანელი ერთსა და იმავე რესტორანს ირჩევს ბიზნეს-ლანჩისთვის. როდესაც რაღაც ადგილას თავს კომფორტულად გრძნობ და იცი, რას შეიძლება ელოდე, ეს მხნეობის განცდას გმატებს. ამდენად, როდესაც პირველ პაემანზე ხართ, ნუ აირჩევთ მოდურ რესტორანს, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ეს უკვე სტრესული გარემოა, რაც ხელს შეგიშლით მოდუნებაში.

გაიგეთ წინდაწინ, მიიღებთ თუ არა მხარდაჭერასს

თქვენი დრო თქვენ გეკუთვნით. უნდა აირჩიოთ პარტნიორი, რომელიც გაიგებს თქვენი სამუშაოს სირთულებსა და დატვირთულ განრიგს. კანგის თქმით, მას ბევრჯერ ჰქონია ურთიერთობა, საიდანაც მხარდაჭერა არ მიუღია და ეს ურთიერთობასაც ამძიმებს და თავად ადამიანსაც ღლის.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რამდენად შეუძლია ან უნდა თქვენს პარტნიორს თქვენი მხარდაჭერა, უბრალოდ, ჰკითხეთ.

 

ნუ გამორიცხავთ სხვა მეწარმეებთან შეხვედრას

ერთი დატვირთული მეწარმე არ კმაროდა, ახლა ორი უნდა ვიყოთ? – იკითხავს ზოგიერთი. თუმცა, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. კანგის თქმით, მისი დაც და სიძეც მეწარმეები არიან და ამავდროულად, ახერხებენ ერთმანეთის თანაგრძნობასა და მხარდაჭერას. ორივეს ესმის, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ბიზნესის ხელმძღვანელობა: “რთულია, მაგრამ ყველაფრის დარეგულირება შესაძლებელია, თუკი პარტნიორებს საამისო სურვილი და მონდომება გააჩნიათ”.

წყარო: marketer.ge  > inc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *