ოთხშაბათი, ნოემბერი 14, 2018
Home > საიხლეები > ილონ მასკის ქმედებები ინტერნეტ-თანამგზავრის პროექტის დაჩქარებისთვის

ილონ მასკის ქმედებები ინტერნეტ-თანამგზავრის პროექტის დაჩქარებისთვის

31 ნახვა

SpaceX-ის გენერალური დირექტორი უარს არ ამბობს უახლოეს ვადებში განხორციელდეს პროექტი Starlink-ი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამგზავრების გაშვება სატელიტური ინტერნეტის სისტემების ასამოქმედებლად.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მასკი სიეტლში იმ მიზნით იმყოფებოდა, რომ შეხვედროდა ინჟინრებს, პროექტის ხელმძღვანელებს, რომელთაც გადამწყვეტი როლი აქვთ აეროკოსმოსური კომპანიის ზრდაში.

მასკმა პროგრამის უმაღლეს ხელმძღვანელთაგან შვიდი წევრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, რაც გამოწვეული იყო მისი უთანხმოებით გუნდთან სამუშაო ტემპებთან დაკავშირებით, კერძოდ, ის ტემპები, როგორც მიმდინარეობდა Starlink-ის თანამგზავრების აწყობა და ტესტირება.

მასკმა სასწრაფოდ ჩაანაცვლა გათავისუფლებული თანამშრომლები ახლებით: მენეჯერები SpaceX-ის კალიფორნიაში არსებული შტაბ-ბინიდან გადმოიყვანა. წყაროების ინფორმაციით, გუნდის ახალ წევრებს წარედგინათ დავალება – მოხდეს პირველი სერიის კოსმოსური აპარატების გაშვება მომავალი წლის შუა პერიოდში.

მენეჯმენტისათვის დადგენილი ვადები მოწმობს, რამდენად სწრაფად სურს მასკს SpaceX Starlink პროგრამის რეალიზება. მოგახსნებთ, რომ ხსენებული პროგრამა კონკურენციას უწევს OneWeb-სა და Telesat Canada-ს და, როგორც ჩანს, მასკს სურს პირველი გავიდეს ბაზარზე ახალი თანამგზავრული ინტერნეტ-სერვისის საშუალებით.

Overclockers.GE

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *