ოთხშაბათი, ნოემბერი 14, 2018
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > შესაძლოა, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს

შესაძლოა, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს

52 ნახვა

საქართველოში, შესაძლოა ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. შესაბამისი ქარხნის აშენების მიზნით მოლაპარაკებები ორ ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი” პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„ბუნებრივია, ეს ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაგვიჩნდება საკმაოდ მსხვილი ბაზარი. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში მეტი დოვლათის შექმნის კუთხით, ასევე, სავაჭრო დეფიციტის შემცირების მხრივ:

„ჩვენი იმპორტის ჩამონათვალში ნომერ პირველ ადგილზე გახლავთ საწვავი. საწვავზე მოდის ჩვენი იმპორტის ყველაზე დიდი წილი. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილებზე გადართვას აქვს დამატებით უზარმაზარი მაკროეკონომიკური ეფექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და ამასთან, ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებელი გავაჩინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *