ოთხშაბათი, ნოემბერი 14, 2018
Home > საიხლეები > ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ახალი პროდუქტი ქართველებისთვის, ინგლისურის შესასწავლად!

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ახალი პროდუქტი ქართველებისთვის, ინგლისურის შესასწავლად!

49 ნახვა

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი: “ქალანის მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის უნიკალური მეთოდია, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მეთოდით ინგლისურ ენას მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია ბრიტანულ ცენტრს აქვს მინიჭებული.

 

ქალანის მეთოდის ასეთ პოპულარობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ინგლისური ენის ცოდნა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად უაღრესად აქტუალურია. ხშირ შემთხვევებში, უცხო ენის შესწავლა ადამიანებში დიდ ძალისხმევასთან და რუტინულ დავალებებთან ასოცირდება, გარკვეული ასაკის შემდეგ კი, შედეგების მიღწევა ფაქტიურად შეუძლებლად მიაჩნიათ. ქალანის მეთოდი, ენის სწავლების, პირდაპირ მეთოდს წარმოადგენს, რაც უცხო ენის შესწავლას დაახლოებით მშობლიური ენის მსგავს საწყისებზე გულისხმობს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ის, ნებისმიერი ასაკის, პროფესიისა თუ ეროვნების ადამიანისთვის ინგლისური ენის სწავლის რეალურად ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს ინგლისურ ენას, აქვს  სიტყვათა დიდი მარაგი, გრამატიკული წიგნიერება, თუმცა ეს ცოდნა პასიურია და საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციისას, მყისიერად ვერ იყენებს. ქალანის მეთოდი ტრადიციული მეთოდებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ავითარებს მშობლიურ ენაზე თარგმანის გარეშე, პირდაპირ ინგლისურ ენაზე ფიქრისა და საუბრის რეფლექსებს. მისი ერთ-ერთი სლოგანი გახლავთ “Speak without thinking”, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ფიქრიც აღარ სჭირდებათ იმდენად ბუნებრივი ხდება მათთვის ინგლისურ ენაზე საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ქალანის მეთოდის ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს აჰყვეს თანამედროვე ტრენდებს პროდუქტების განვითარების და მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით, რაც გამოიხატება ბოლო წლებში სრულად განახლებული და მოდერნიზებული სასწავლო რესურსებით, სპეციალური კურსის Callan for Business-ის  შექმნით, რომელიც დაფუძნებულია ქალანის მეთოდით სწავლების ფუნდამენტურ პრინციპებზე, ამავდროულად განკუთვნილია 21-ე საუკუნის, როგორც ბიზნეს, ასევე სხვა ნებისმიერ პროფესიულ გარემოში მოღვაწე ადამიანებისთვის. რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და წელს სრულიად განახლდა ქალანის მეთოდის ინტერაქტიული სწავლების ონლაინ პლატფორმა და მობილური აპლიკაცა მათთვის, ვისაც თავისუფალ დროს, ინგლისური ენის დამატებითი პრაქტიკის მიღება სურთ.

გამომდინარე იქედან, რომ უკვე 15 წელია, ბრიტანულ ცენტრში, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სწავლობს ქალანის მეთოდით ინგლისურ ენას, ასევე მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენს კორპორატიულ პარტნიორებში, როგორც კერძო კომპანიებში ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომელთა ინგლისური ენის ცოდნის დონის ასამაღლებლად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ქალანის მეთოდის ორგანიზაციისთვის საკმაოდ საინტერესო ბაზარს წარმოადგენს.

ბრიტანულ ცენტრში, ვცდილობთ მუდმივად ვგრძნობდეთ ჩვენი მომხმარებლების მაჯისცემას, რისთვისაც პერიოდულად ვახორციელებთ კვლევებს სწავლებისა თუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მომხმარებელთა მოთხოვნების გამოსავლენად. სწორედ ასეთი კვლევების შედეგად გამოვლინდა, მოხმარებლების იმ სეგმენტის, ვისაც სამომავლოდ საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება სურს, დაკვეთა, რომ ზოგადი ინგლისური ენის კურსის პარალელურად ჰქონოდათ საშუალება, ქალანის მეთოდით, მეტად სიღრმისეულად და აკადემიური მიზნებისთვის შეესწავლათ ინგლისური ენის გრამატიკა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ ახალ პროდუქტებზე – Grammar Practice Book-ებზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო, და ჩვენ უაღრესად მოხარულები ვართ, რომ ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელოების კურსებზე ინტეგრირებით და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ ჩვენთვის დასახულ გამოწვევებს.”

 

marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *