Home > საიხლეები > ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი ხანძრის მიზეზი გახდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი ხანძრის მიზეზი გახდა

558 ნახვა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბალახი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი გახდა.

“რესტორნიდან გაუშვეს დიდი ფოიერვერკი და ერთ-ერთ მაშხალა ჰაერში არ აფეთქდა და მიწაზე დაცემის შემდეგ აფეთქდა, ამის შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი ფაქტის,”- განაცხადა ადგილობრივმა მანანა მაჩალაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადები, რომლებმაც ცეცლი ლიკვიდირება მალევე შეძლეს.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *