ხუთშაბათი, ოქტომბერი 18, 2018
Home > საიხლეები > ‘იგრძნობა, რომ ჩვენც ქალაქში ვცხოვრობთ?’-დასახლება ქუთაისში, რომელსაც არც გზა აქვს, არც წყალი და არც გაზი

‘იგრძნობა, რომ ჩვენც ქალაქში ვცხოვრობთ?’-დასახლება ქუთაისში, რომელსაც არც გზა აქვს, არც წყალი და არც გაზი

45 ნახვა

დაახლოებით 40 წელია, რაც ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი წყლის, შუქის, გზისა და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს. 16 ოჯახი წლებია ხელისუფლებისგან დახმარების მიღებას ცდილობს, თუმცა-უშედეგოდ.

„იგრძნობა, რომ ჩვენც ქალაქში ვცხოვრობთ? გზა ჩვენ არ გვაქვს. კილომეტრებს გავდივართ რაიმე რომ გავყიდოთ და რაიმე ვიყიდოთ. გაზი ჩვენთან არ არის. თუ საკმარისი რაოდენობა არ იქნა, ვერ შემოვიყვანთო. შუქი ცოტა ხნის წინ შემოვიყვანეთ და ფული ნაწილ-ნაწილ გადავიხადეთ. არავინ მოსულა და ჩვენი მდგომარეობით არ დაინტერესებულა. ვართ ასე უპატრონოდ მიტოვებულები,“ – ამბობს მოსახლეობა.

აქციას ოპოზიცია შეუერთდა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგი წულაია ქუთაისის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის პრობლემებს არ იცნობენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ გზის, წყლისა და გაზის გარეშე მყოფი მოსახლეობის გაჭირვებას უკეთ მას შემდეგ გაეცნობა, რაც მოსახლეობა მერიას წერილობით მიმართავს.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *