ორშაბათი, სექტემბერი 24, 2018
Home > ვანი > ვანში ავარიას დედა და შვიდი თვის ბავშვი ემსხვერპლა

ვანში ავარიას დედა და შვიდი თვის ბავშვი ემსხვერპლა

896 ნახვა

ვანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან დედა და შვიდი თვის ბავშვი.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *