ორშაბათი, სექტემბერი 24, 2018
Home > საიხლეები > ქუთაისში შვილმა დედას პოლიციაში უჩივლა

ქუთაისში შვილმა დედას პოლიციაში უჩივლა

550 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ის შემაკავებელი ორდერი გააუქმა, რომელიც დედას შვილის მოთხოვნით გამოეწერა.

შვილი, დაახლოებით 26 წლამდე გოგონა აცხადებდა, რომ დედა შეურაცხყოფას აყენებდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ადვოკატის განცხადებით, საპატრულო პოლიციას დედისათვის ორდერის გამოსაწერად არავითარი მტკიცებულება ჰქონდა.

„დედა-შვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა შვილის ცხოვრების წესმა და ოჯახის წევრების მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია. პირიქით, ნ.თ. ფიზიკურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე. ის, ასევე უარს ამბობდა, დედობრივი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაზე, რის გამოც ნ.თ.-ს მცირეწლოვანი შვილი მამამ წაიყვანა აღსაზრდელად და ქალის გაღიზიანება კიდევ უფრო მძაფრი გახდა. ნ.თ.- ს მიმართ დაწყებულია გამოძიება შვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. მას შურისძიების მოტივი ამოძრავებდა, როდესაც საპატრულო პოლიციას დახმარებისთვის მიმართა და შემაკავებელი ორდერის გამოწერა სთხოვა,“ – ამბობს ადვოკატი.

დედა-შვილის დაპირისპირების საქმე ჯერ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, რომელმაც პოლიციის ორდერი ძალაში დატოვა. ადვოკატის მიერ გადაწყვეტილების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციომ დაადგინა, რომ დედის მხრიდან ნ.თ.-ს მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *