ორშაბათი, სექტემბერი 24, 2018
Home > საიხლეები > იმერეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული გახდა

იმერეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული გახდა

120 ნახვა

იმერეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულად დაინიშნა. ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამირანაშვილი იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობას ორჯერ იკავებდა. სამხარეოს უფროსის თანამდებობიდან პირველად ის 2015 წლის მარტში გათავისუფლდა და მუშაობა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გააგრძელა, ხოლო იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2017 წლის ნოემბერში დაუბრუნდა.

ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *