ორშაბათი, სექტემბერი 24, 2018
Home > საიხლეები > იმერეთის რეგიონი გენერალმა რწმუნებულმა ჩაიბარა

იმერეთის რეგიონი გენერალმა რწმუნებულმა ჩაიბარა

72 ნახვა

იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.

მისი თქმით, რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შერჩეულ გუბერნატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი ქვეყანას მოახმარონ.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება გახლავთ. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ის გეგმები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და რაც მთავარია, მაღალი დონის დისციპლინით.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მექანიზმი. ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ პირდაპირი კავშირი გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რაც თითოეულ სოფელში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი შესაძლებლობა მათზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გენერალი შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გენერალ ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გივი ჭიჭინაძე ვანის-ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა
topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *