ხუთშაბათი, ოქტომბერი 18, 2018
Home > საიხლეები > ქუთაისში ჯარისკაცმა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა

ქუთაისში ჯარისკაცმა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა

139 ნახვა

მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩაძემ ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი მაშველების მისვლამდე გადაარჩინა.

ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!

 

topnews.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *