პარასკევი, დეკემბერი 14, 2018
Home > საიხლეები > “ჯოჯოხეთი ტრიალებს!” – რას წერენ საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები ხანძრის შესახებ

“ჯოჯოხეთი ტრიალებს!” – რას წერენ საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები ხანძრის შესახებ

334 ნახვა

სა­ბერ­ძნეთ­ში მე­ო­რე დღეა ტყის ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს. სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, გა­ნად­გურ­და ასო­ბით სახ­ლი.

ხან­ძრის ზონა სა­ბერ­ძნე­თის დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნი ატი­კა და სო­ფე­ლი მა­ტია, რო­მე­ლიც ათე­ნი­დან 30 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. მატი ცნო­ბი­ლი სა­კუ­რორ­ტო ზონა და მდიდ­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლია.

სა­ბერ­ძნეთ­ში ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცხოვ­რობს და არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ. სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ორ მო­ქა­ლა­ქეს ოჯა­ხი ვერ უკავ­შირ­დე­ბა და ქარ­თუ­ლი მხა­რე მათ სა­ბერ­ძნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რად ეძებს.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წე­რენ. „ფე­ის­ბუ­ქის“ ჯგუფ­ში „ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში“ ათო­ბით კო­მენ­ტა­რი იწე­რე­ბა და ემიგ­რან­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან:

“ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს სა­ბერ­ძნეთ­ში! სა­შინ­ლად გან­ვიც­დი, ღმერ­თმა გად­მოგ­ვხე­დოს“

„14 ზა­ფხუ­ლია სა­ბერ­ძნე­თის სა­ცო­და­ვო­ბით ვკვდე­ბი!“

„სა­ბერ­ძნეთ­ში ხან­ძა­რი ხში­რია და ად­რეც იყო მახ­სოვს, მაგ­რამ ასე­თი დიდი ხან­ძა­რი კარ­გა ხა­ნია არ ყო­ფი­ლა. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, ცე­ცხლთან ერ­თად, ქა­რიც ძლი­ერ­დე­ბა…“

„და­იწ­ვა მთე­ლი მა­რა­თო­ნი, პან­დე­ლი, ცე­ცხლი მი­ვი­და პორ­ტო­რა­ფა­ში… 200-ზე მეტი სახ­ლი და­იწ­ვა და ავ­ტო­მო­ბი­ლი… რო­დის ჩა­აქ­რო­ბენ არა­ვინ იცის… ყვე­ლა ესე­ნი მდიდ­რე­ბის უბა­ნია, სა­ო­ცა­რი სახ­ლე­ბი და­იწ­ვა. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ეს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ბევრ გა­ჭირ­ვე­ბულს კარი გაგ­ვი­ღო და ახლა ამ წუ­თებ­შია,“ – წერს ემიგ­რან­ტი ნინა კლდი­აშ­ვი­ლი.

“სახ­ლებს მო­ე­დო ცე­ცხლი და ვერ აქ­რო­ბენ, ღმერ­თის ანა­ბა­რა­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი, არ ყავთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მან­ქა­ნე­ბი… სა­უ­ბე­დუ­როდ, ხალ­ხიც და­იწ­ვა. ერთ სახ­ლში 28 მკვდა­რი იპო­ვე­სო. 60-ზე მეტს ამ­ბო­ბენ მკვდარს და ბევ­რი არ ჩანს… ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სახ­ლებ­ში და­იწ­ვა ხალ­ხი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში 150-ზე მე­ტია მიყ­ვა­ნი­ლი. ღმერ­თო, რა­ტომ და­უშ­ვი ასე­თი დიდი უბე­დუ­რე­ბა?” – წე­რენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *