ხუთშაბათი, აგვისტო 16, 2018
Home > oops სიახლეები > 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან ივლისამდე მართვის მოწმობა იმერეთში 28 მძღოლს შეუჩერდა

100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან ივლისამდე მართვის მოწმობა იმერეთში 28 მძღოლს შეუჩერდა

12 ნახვა

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან, 2017 წლის 1 ივლისიდან  მიმდინარე  წლის 5 ივლისამდე, მინიჭებული ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება იმერეთის რეგიონში 28 მძღოლს შეუჩერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა შვიდი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელმაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვა და მართვის უფლება 12 თვით შეჩერება გამოიწვია.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მოწმობას ყოველი წლის პირველ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

 

წყარო: kutaisipost.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *