სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > ბაღდათი > ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიდან 125 წლისთავს აღნიშნავენ

ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიდან 125 წლისთავს აღნიშნავენ

765 ნახვა

19 ივლისს პოეტ ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიდან 125 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ბაღდათში, სადაც პოეტი დაიბადა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებებს ტრადიციულად მაიაკოვსკის სახლმუზეუმი უმასპინძლებს.

20 ივლისს, საღამოს 19 საათიდან პოეტის სახლმუზეუმში მისი პოეზიისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

რუსი პოეტი და დრმატურგი ვლადიმერ მიაკოვსკი 1893 წელს სოფელ ბაღდათში დაიბადა. 1902 წელს იგი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა, 1906 წლიდან კი მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ რუსეთში წაიყვანა საცხოვრებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *