ორშაბათი, ივნისი 1, 2020
მთავარი > oops სიახლეები > “SAMSUNG”-ი გააკეთებს განცხადებას თუ რატო ფეთქდებოდა ელემენტი “note 7” – ის სმარტფონზე

“SAMSUNG”-ი გააკეთებს განცხადებას თუ რატო ფეთქდებოდა ელემენტი “note 7” – ის სმარტფონზე

1, 163 ნახვა

ამ წლის 23 იანვარს სამსუნგი ჩაატარებს პრეს-კონფერენციას “note 7 “-ის ელემენტის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება სამხრეთ კორეაში ქალაქ სეულში,

სმარტფონის პრობლემა პირველად სექტემბერში დაფიქსირდა, სმარტფონის გამოსვლიდან ერთ კვირაში, პრობლემა უყო ელემენტის გადახურება და ზოგ შემთხვევაში აფეთქება. სამსუნგმა გაყიდული სმარტფონებისუკან დაბრუნება, გაყიდვაში ჩაშვებიდან ერთ კვირაში დაიწყო, და მილიონობით სმარტფონის უკან დაბრუნება მოხდა, თუმცა სამსუნგს ჯერ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალური არ გაუკეთებია.

“სამსუნგ ელექტრონიკსი, ისევე როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანიზაციები რომლებმაც დაიწყეს თავიანთი დამოუკიდებელი გამოძიება note 7 -ის ინციდენტთან დაკავშირებით, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოძიების შედეგებს, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ” სამსუნგი განიხილავს გამოძიების შედეგებს და გამოავლენს ახლად ნაპოვნ შედეგებს, ასევე დაასახელებს ინციდენტზე პასუხისმგებელ პირებს”. ინგლისურ ენოვანი “Live Stream” -ის ყურება შეგეძლებათ სამსუნგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *