კვირა, დეკემბერი 15, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > მარკ ცუკერბერგმა 13 წლის შემდეგ ჰარვარდის დიპლომი აიღო

მარკ ცუკერბერგმა 13 წლის შემდეგ ჰარვარდის დიპლომი აიღო

1 031 ნახვა

ჰარვარდის უნივერსიტეტის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი უნივერსიტეტში მივიდა და დიპლომი მიიღო.

მარკი იმ აუდიტორიასაც ესტუმრა, სადაც იგი 13 წლის წინ საკუთარი ჯგუფელებისათვის ინტერნეტ სივრცის შექმნაზე მუშაობდა. მან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ოთახში იჯდა და წერდა ფეისბუქის პროგრამას, რაზეც დაახლოებით ორი კვირა დაჭირდა.

2007 წელს ამავე უნივერსიტეტს ბილ გეითსი ეწვია და სიტყვით მშობელ მამას მიმართა: “მამა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად. დღეის შემდეგ ჩემს რეზიუმეში უნივერსიტეტის ხარისხიც იქნება მითითებული”.

სწორედ ასევე იხუმრა მარკმაც, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “დედა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *