ოთხშაბათი, ნოემბერი 14, 2018
Home > it სიახლეები > მსოფლიოში პირველი 8K რეზოლუციის VR სათვალე, რომელმაც Kickstarter-ზე შვიდ დღეში 1 მილიონი დოლარი შეაგროვა!

მსოფლიოში პირველი 8K რეზოლუციის VR სათვალე, რომელმაც Kickstarter-ზე შვიდ დღეში 1 მილიონი დოლარი შეაგროვა!

248 ნახვა

8k აღქმა

Pimax 8K – მსოფლიოში პირველი 8K რეზოლუციის VR სათვალეა, რომელიც 19 სექტემბერს გამოვიდა კრეატიული იდეებისთვის რესურსების მოძიების პლატფორმა Kickstarter-ზე. მას დასჭირდა მხოლოდ ერთი კვირა იმისათვის, რომ მისი შექმნისათვის ინტერნეტმომხმარებლებს 1 მილიონი დოლარის დონაცია გაეწიათ. ეს არის შთამბეჭდავი მიღწევა და აისახება უმაღლესი ხარისხის VR ტექნოლოგიის პროდუქტებზე. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური აქსესუარი, ის იძლევა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველს, როგორიცაა ხელის მოძრაობის აღქმა, შიდა და გარე თრექინგი, დისტანციური (უკაბელო) კავშირი და ა.შ.

მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ამ გაჯეტის დახმარებით, გადაიტანეს და ზუსტად ასახეს რეალობა ვირტუალურ სამყაროში. მომხმარებელს შეუძლია დაემშვიდობოს ეკრანის კარის ეფექტს, სადაც თვალს შეუძლია აღმოაჩინოს ცხადი საზღვარი პიქსელებსა და გამოსახულებას შორის. თქვენ შეძლებთ ისიამოვნოთ შთამბეჭდავი, პერიფერიული ხედვით.

გარდა თქვენი ვირტუალური ხედვის გაფართოვებისა, ამ ახალ მოდელს შეუძლია გააუმჯობესოს მაღალი ხარისხის 4K სიგნალები 8K გამოსახულებად, ვებდამუშავების სპეციალური მოდულის მეშვეობით, რაც დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *