ხუთშაბათი, აგვისტო 16, 2018
Home > oops სიახლეები > H&M-მა ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო დაამატა

H&M-მა ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო დაამატა

12 ნახვა

ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდის H&M -ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო დაემატა.

პირველი მაღაზია საქართველოში შემოდგომაზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ივლისის დასაწყისში დადასტურდა.

H&M-ი სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” შედის, რომლის მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად “ქალის”-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *