სამშაბათი, დეკემბერი 11, 2018
Home > oops სიახლეები > გამოაქვეყნებეს თუარა ჰაკერები “სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიას

გამოაქვეყნებეს თუარა ჰაკერები “სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიას

390 ნახვა

ჰაკერები, რომლებმაც ესპანური ტელეარხის HBO-ს კომპიუტერული ქსელი გატეხეს, “სამეფო კარის თამაშების“მეშვიდე სეზონის ბოლო სერიის ინტერნეტში გაშვებით იმუქრებიან, სანამ მისი ოფიციალური პრემიერა შედგება. ინფორმაციას Mashableავრცელებს.

გამოცემამ ჰაკერებისგან წერილი მიიღო, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ არხის უკვე მრავალ პლატფორმაში შეაღწიეს და მეშვიდე სეზონის ფინალის გამოქვეყნებას აპირებენ. ამის დასადასტურებლად მათ გამოცემას არხის პაროლები გაუგზავნეს.

HBO ამასთან დაკავშირებით ძველებურად აცხადებს, რომ არ აპირებს კანონდამრღვევებთან მოლაპარაკებაზე წასვლას.

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერდნენ, რომ ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ყოველდღე ინტერნეტში ვრცელდებოდა, როგორც სერიალის სცენარის ნაწყვეტები, ასევე HBO-ს დირექტორის რიჩარდ პლაპერის მიმოწერის ფრაგენტები და “სამეფო კარის თამაშების” მსახიობების ტელეფონის ნომრებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *