პარასკევი, დეკემბერი 14, 2018
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > როგორ დავიბრუნოთ სამუშაო მოტივაცია შვებულების შემდეგ?

როგორ დავიბრუნოთ სამუშაო მოტივაცია შვებულების შემდეგ?

402 ნახვა

დამეთანხმებით, გრძელვადიანი შვებულების შემდეგ, არ არის მარტივი სამსახურში დაბრუნება და ყოველდღიური საქმის კეთება. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს არის რთული პროცესი და ყოველდღიურად ვეძებთ მოტივაციას საქმის გასაკეთებლად. ამ დროს გვჭირდება ძლიერი ბიძგი, რომ აქტიურად ჩავერთოთ სამუშაო პროცესში.

გთავაზობთ რამდენიმე უნივერსალურ რჩევას, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ სამუშაო მოტივაცია.

შეეჩვიეთ რუტინას

შვებულების შემდეგ, მეორე დღესვე სამსახურისთვის დილით ადრე ადგომა ძალიან რთულია, ამიტომ რამდენიმე დღით ადრე მიეჩვიეთ დილით გაღვიძებას. თქვენი მაღვიძარა დააყენეთ უფრო ადრე, ვიდრე ამას ჩვეულებრივ სამსახურში სიარულის დროს აკეთებთ, ამით ორგანიზმს შევამზადებთ დილით ადგომისათვის და შვებულების შემდეგ ადრე გაღვიძება არ გაგვიძნელდება.

დაგეგმეთ სწავლა

მუშაობა ნამდვილად მოსაწყენია, თუ საქმე რომელსაც აკეთებთ, არ არის სტიმულატორი თქვენთვის. როდესაც ბრუნდებით სამსახურში, კარგი იქნება გააკეთოთ სია იმ საკითხებისა, რაშიც გსურთ თქვენი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ცოდნის გაღრმავებას ვერ ახერხებთ სამსახურში, დაგეგმეთ სხვა დამატებითი აქტივობები – ტრენინგები, სემინარები, ონლაინ კურსები და ა.შ.

შეუტიეთ საქმეს

პირველი სამუშაო დღე არის ყველაზე რთული, ამიტომ უნდა შეუტიოთ მას! ამ დროს რთულია უარი თქვათ შესვენების დროის გახანგრძლივებასა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ყოფნაზე, თუმცა თუ მოერევით ამ ცდუნებებს და მთელს თქვენს ძალისხმევას მიმართავთ საქმისკენ, სამუშაო დღე ბევრად მალე დასრულდება.

ჩაიცვით სწორად

გაქვთ ტანსაცმელი, რომელშიც თავს თავდაჯერებულად გრძნობთ? მაშინ აუცილებლად ჩაიცვით ის პირველ სამუშაო დღეს. შეიძლება ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეთ ტანისამოსს შეუძლია გაზარდოს თქვენი პროდუქტიულობა, რადგან ამ დროს კომფორტულად გრძობთ თავს და ხართ მეტად მოტივირებულნი.

ესაუბრეთ თანამშრომლებს

კოლეგებთან საუბარი დაგეხმარებათ მოტივაციის გაზრდაში. მათთან საუბარი მარტივია და ამავე დროს ორივე მხარე რჩება მოგებული. განიხილეთ თქვენი შვებულების დროს მომხდარი საკითხები, გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები და დაგეგმეთ უახლესი აქტივობები. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ, რომ სამსახურში მხოლოდ თქვენ არ ხართ დატვირთული.

აწარმოეთ სია

შესასრულებელი საქმეების სიის გაკეთება დაგეხმარებათ უფრო კონცენტრირებული იყოთ მათზე და ნათლად დაინახოთ  ვალდებულებები. პირველ რიგში, აწარმოეთ ყოველდღიური სია, შემდეგ მთელი მთელი კვირისა და თვის. ამ დროს იქნებით უფრო ორგანიზებული და გექნებათ სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ.

თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, შვებულების შემდეგ  ჩვენი სამუშაო პროცესი იქნება უფრო მარტივი, ორგანიზებული და ადვილად შევძლებთ ყოველდღიურ რუტინაში ადაპტირებას.

 

წყარო:marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *