ოთხშაბათი, ნოემბერი 14, 2018
Home > it სიახლეები > Facebook-ი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაკანსიას აცხადებს

Facebook-ი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაკანსიას აცხადებს

321 ნახვა

კომპანია Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ე.წ. თემის ოპერატორს (Market Specialist Community Operations) ეძებს. შერჩეული კანდიდატის სამუშაო ადგილად დუბლინი განიხილება. ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” Facebook-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაკანსიის აღწერილობის თანახმად, კანდიდატი დსთ-ს ქვეყნებზე მომუშავე გუნდის წევრი იქნება, მას მოუწევს განიხილოს შესაძლო შეურაცხყოფის შემთხვევები, გადაჭრას მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები, გააუმჯობესოს დახმარების სერვისი და ასევე მოაგვაროს თემატური გლობალური საკითხები. სპეციალისტი მონაცემთა ანალიზით დაკავებული გუნდის წევრი იქნება  და მონაცემთა ოპტიმიზაციასა და გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარება კომპანიას.

ვაკანსიაზე განმცხადებელს მოეთხოვება:

  • ბაკალავრის და/ან მაგისტრის დიპლომი ან შესაბამისი გამოცდილება (მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სასურველად მიიჩნევა);
  • სტრატეგიულად მოაზროვნე ანალიტიკური და კრეატიული პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • კომუნიკაციის და თანამშრომლობის შესანიშნავი უნარები;
  • ტექნიკური და მონაცემებთან დაკავშირებული უნარები (მაგალითად ექსელთან და SQL- თან მუშაობა პლუსად ჩაითვლება);
  • ქართულის და ინგლისურის მაღალ დონეზე ფლობა, როგორც წერით, ისე სასაუბრო დონეზე. რუსული ენის ცოდნა პლუსად ჩაითვლება;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი, რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების და ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *