კვირა, დეკემბერი 15, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > საინტერესო ამბები > როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს, რომ უფრო კრეატიულები გახდნენ

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს, რომ უფრო კრეატიულები გახდნენ

871 ნახვა

ყველა პროფესიაში არის ინოვაციისა და კრეატიულობის გამოვლენის საშუალება. ეს მხოლოდ ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სფეროს არ ეხება. ბუღალეტრიც კი შეიძლება იყოს კრეატიული, მაგალითად, მოამზადოს უფრო შემოქმედებითი პრეზენტაცია.

თუ გსურთ, თქვენი თანამშრომლები კრეატიულები იყვნენ, გაითვალისიწინეთ შემდეგ რეკომენდაციები:

 

აიყვანეთ სამსახურში განსხვავებული ადამიანები 

განსხვავებული ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ მოვლენებს. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ იდენტური განათლებისა და კულტურული ღირებულებების თანამშრომლები გეყოლებათ, ვერასოდეს მოისმენთ განსხვავებულ აზრს. ამიტომ, ეცადეთ, აიყვანოთ განსხვავებული ხალხი, მათი სამუშაო გამოცდილებისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასეთი თანამშროლები თქვენს კომპანიაში მეტ კრეატიულობას შემოიტანენ.

გამოდით ოფისიდან

თუ კარგი ამინდია, გამოდით ოფისიდან, ჩაატარეთ შეხვედრები ღია ცის ქვეშ, მოაწყვეთ „ბრეინსთორმინგი” ბუნებაში, თუნდაც,  რომელიმე სკვერში, თქვენს ოფისთან ახლოს. სუფთა ჰაერზე გონება უკეთ მუშაობს. ასე თქვენი თანამშრომლები უფრო კრეატიულები იქნებიან და ბევრი ახალი იდეაც მოუვათ.

განლაგების გეგმა ოფისში

აუცილებელია, განსაზღვროთ, რა პრინციპით ისხდებიან თქვენი თანამშრომლები ოფისში.  ასევე, საჭიროა, გამოყოთ ადგილი, სადაც ერთად იმუშავებს რამდენიმე ჯგუფი. ზოგიერთ კომპანიაში თანამშრომლებს ყოველდღე სხვადასხვა მაგიდასთან სვამენ, რომ უკეთ გაიცნონ კოლეგები, ისწავლონ რაიმე ახალი და გაუზიარონ მათ საკუთარი გამოცდილება. სწორედ ასე იზრდება კომპანიაში ურთიერთთანამშრომლობა და კრეატიულობა.

ნუ დასხდებით შეხვედრაზე

ფეხზე დგომისას უფრო მეტად ხართ კონცენტრირებული იმ საკითხზე, რაზეც საუბრობთ. თანაც, აღარ ხართ მიჯაჭვული კომპიუტერსა და ტელეფონს. ასეთ პირობებში, შეხვედრისთვის გაცილებით ნაკლები დროა საჭირო. გარდა ამისა, ფეხზე დგომისას, აბსოლუტურად განსხვავებულია  სხეულის ენერგეტიკული დონე, ადამიანი უფრო აქტიური და ენერგიულია. შედეგად, გონებაც უფრო სწრაფად მუშაობს, რაც ისევ და ისევ კრეატიულობას ზრდის.

გამოყავით ოფისში ინსპირაციის ოთახი

ინსპირაციის ოთახი უნდა განსხვავდებოდეს სხვა ოთახებისგან. აქ თანამშრომლები უნდა განიტვირთონ და გონება დაასვენონ. კომპანიაში ასეთი ადგილს სოციალიზაციის ფუნქციაც აქვს, კოლეგებს კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ. ინსპირაციის ოთახის მოსაწყობად გამოიყენეთ ინოვაციური დიზაინი და შექმენით კრეატიული გარემო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *