კვირა, დეკემბერი 15, 2019
Home > oops სიახლეები > Palantir-ი: როგორ უთვალთავალებენ ამერიკული სპეცსამსახურები მოსახლეობას

Palantir-ი: როგორ უთვალთავალებენ ამერიკული სპეცსამსახურები მოსახლეობას

927 ნახვა

XXI საუკუნეში ტერორიზმთან, ფინანსურ მაქინაციებთან და ნარკომაფიასთან ბრძოლის მთავარი საშუალებები არა საიდუმლო აგენტები და მოსმენები, არამედ კომპიუტერებია. ქსელები და მონაცემთა ბაზები ყოველი ჩვენგანის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ – და ნებისმიერი საეჭვო აქტივობა დაუყოვნებლივ სპეცსამსახურების ყურადღებას იპყრობს.

Palantir Technologies – კომპანიაა, რომლის შესახებ მხოლოდ სპეციალისტებმა იციან. ის 20 მილიარდი დოლარის მფლობელია – ძირითადი ინვესტორი ცენტრალური სადაზვერვოი სამმართველოა, დამკვეთები კი – ფედერალური საგამოძიებო ბიურო, ამერიკული სამხედრო საჰაერო ძალები, სამხედრო საზღვაო ფლოტი, საზღვაო ქვეითების კორპუსი და აშშ-ს სპეცოპერაციების ხელმძღვანელობა, ასევე მსხვილი მეგაპოლისების საპოლიციო სამსახურებია. ყოველი სპეცსამსახურის განკარგულებაშია ასობით განცალკევებული მონაცემთა ბაზა. ეს ბაზები კლინეტების შესახებ დოსიეებს, თითების ანაბეჭდებს, ფინანსურ ჯაჭვებს შეიცავს. აშშ-ში ყველაფერი მკაცრადაა – სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც კი მძლავრ სერვერებზე ინახება და თუ ამ საუბრებმა არანაირი ინტერესი არ გამოიწვია, რამდენიმე თვის შემდეგ ის ტექსტურ ფორმატში გადააქვთ. კიდევ გარკვეული დროის შემდეგ, თუ ეჭვები არ გაჩნდა ამ სატელეფონო საუბრებიდან გამოკვეთავენ მონაცემებს – ვისა და ვის შორის შედგა საუბარი, სად და როდის, საკვანძო სიტყვები და ა.შ. ეს ინფორმაცია ბაზებში სამუდამოდ რჩება.

palantir 1Palantir-ი მზადაა უწყვეტ რეჟიმში მონაცემების ზღვა მასალა გადაამუშავოს და სამართალდამცველებს დანაშაულზე დროულად მიუთითოს. მომდევნო ეტაპზე სპეციალური ალგორითმების საშუალებით ინფორმაციის ბაზიდან უნდა იყოს გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ან საეჭვო მოვლენები. ეს ინფორმაცია Exсel-ის გრაფიკებით ან დეტექტივების დაფების მეშვეობითაა წარმოდგენილი. ცნობისთვის, კომპანიის აგენტებმა ერთ-ერთი ნარკომაფიის სამუშაო სქემა გახსნეს. მათ მაფიის 700-მდე მონაწილე დააკავეს, მოხდა იარაღის ასობით ერთეულის და ნახევარი ტონა კოკაინის კონფისკაცია. Palantir-ის ანგარიშზე სპეცსამსახურების და პოლიციის ინტერესებში არსებული ასობით, თუ არა ათასობით წარმატებული გამოძიებაა. 2008 წელს სისტემამ 20 ტერაბაიტზე მეტი ფინანსური მონაცემების ანალიზი მოახდინა. ამის შედეგად გაჩნდა მაქინატორის – ბერნარდ მეიდოფის ყველასთვის უცნობი „პირამიდის“ მუშაობის გახსნის შესაძლებლობა. სისტემის წყალობით, 2008 წელს საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე გამხორციელებული ჰაკერული შეტევების წყაროს მონახვის საშუალება გაჩნდა. გარდა ამისა, კიბერდამნაშავეებს მიაკვლიეს, რომლებმაც JPMorgan-ის და Bank of America-ს ბანკების ანგარიშებიდან ფული მოხსნეს, შესაძლებელი გახდა ტრანსპლანტაციისთვის გამოსაყენებელი ორგანოების „შავ ბაზარზე“ მოქმედი საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის აღმოჩენა. გავრცელებული ჭორებით, 2011 წელს სწორედ Palantir-ის დახმარებით მოხდა იმ თავშესაფრის ლოკალიზება, რომელშიც ოსამა ბინ ლადენი იმალებოდა, თუმცა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის პროცესში საკუთარ მონაწილეობას უარყოფენ.

palantir 4Palantir-ი არანაირ განსაკუთრებულ ტექნოლოგიას არ იყენებს. ყველა ეს ალგორითმი კარგადაა ცნობილი. უბრალოდ, კომპანიის სპეციალისტებმა ისინი ერთად შეკრიბეს და მიიღეს ძალზედ ეფექტიანი და კომფორტული პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი საეჭვო აქტივობის სწრაფად აღნიშვნის და შესაბამისი ზომების ოპერატიულად მიღების საშუალებას იძლევა. ყველაფერ ამასთან, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებს არ უწევთ დიდხანს მუშაობა და პერსონალის გადამზადება. კომპანიის სისტემა პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის და ფორმატის მონაცემთა ბაზებიდან – დაწყებული სამედიცინო ბარათებიდან და ელექტრონული გადახდებიდან GPS და მობილური საუბრებით დასრულებული, შეუმჩნევლად და მარტივად ინფორმაციის ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა. ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ქსელში არ არსებობს ისეთი ინფორმაცია, რომელთანაც სპეცსამსახურებს წვდომა არ გააჩნიათ.

2013 წელს ამერიკელმა ჯეფრი კანტორმა არასაჭირო ღილაკს დააჭირა ხელი. ვაჟისთვის საჩუქრის შერჩევისას ის Google-ის საძიებო გვერდზე შევიდა და აკრიფა: „როგორ უნდა ააშენო რადიომართვადი…“ – იგულისხმებოდა თვითმფრინავი, მაგრამ სისტემამ ავტომატურად ამოუგდო სიტყვა „ბომბი“ და ჯეფრიმ წაუკითხავად „ენთერს“ დააჭირა ხელი. ამის შემდეგ კანტორის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ჯეფრის დამსაქმებლის – Appian Corporation-ის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთია, საეჭვო თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება მოითხოვა.

palantir 3ჯეფრისთან „სტუმრად“ პერიოდულად ფედერალური აგენტები დამღლელი კითხვებით მიდიოდნენ. საკუთარ მანქანაზე კი, კანტორმა დაყენებული GPS-გადამცემი აღმოაჩინა. კანტორის თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები მისი პირადი ცხოვრების შესახებ საფრთხის შემცვლელ ინფორმირებულობის დემონსტრირებას“ ახდენენ. სამწუხაროდ, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს: ინტერნეტმა და მონაცემთა ელექტრონული ბაზებმა თქვენს შესახებ პრაქტიკულად ყველაფერი „იციან“. და რაც ქსელმა „იცის“, იგივე ინფორმაციას ფლობენ სპეცსამსახურებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *