სამშაბათი, აგვისტო 20, 2019
Home > oops სიახლეები > „ისინი ეცდებიან, მომკლან“ – მაიკლ ჯექსონმა იცოდა, რომ მოკვლას უპირებდნენ

„ისინი ეცდებიან, მომკლან“ – მაიკლ ჯექსონმა იცოდა, რომ მოკვლას უპირებდნენ

721 ნახვა

მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობარმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა: მისი თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ის წერდა წერილებს, სადაც ამბობდა, რომ მას მალე მოკლავდნენ.

პოპის მეფის სიკვდილის რეალური მიზეზი დღემდე უცნობია. მაშინ, როდესაც პოლიციამ დამნაშავედ მისი მკურნალი ექიმი, კონრად მიურეი მიიჩნია, მუსიკოსის ქალიშვილი პერისი და და, ლა ტოია ამტკიცებენ, რომ მაიკლი მოკლულია. ისინიც ჯექსონის წერილებზე საუბრობდნენ.

ამ დღეებში ეს ვერსია მაიკლი დიდი ხნის მეგობარმა – გერმანელმა ბიზნესმენმა მაიკლ იაკობშაგენმა დაადასტურა. მისი თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მომღერალმა მას შეატყობინა, რომ უახლოეს მომავალში მოკლავდნენ.

„ისინი ეცდებიან, მომკლან. მეშინია“ – წერდა მაიკლი, რომელიც თავის მეგობარს სთხოვდა, მასთან ჩასულიყო და ლონდონის კონცერტების დროს გვერდიდან არ მოშორებოდა. მაიკლი თვლიდა, რომ ხალხი, რომელიც მისი კონცერტი ორგანიზებაში მონაწილეობას ღებულობდა, მის ლიკვიდაციასაც გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვერსიით, მაიკლ ჯექსონი ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზედოზირებით გარდაიცვალა

 

წყარო: fortunaplus.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *