ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2019
Home > oops სიახლეები > მაილი საირუსმა საკუთარი ძაღლი ამოისვირინგა (ფოტო)

მაილი საირუსმა საკუთარი ძაღლი ამოისვირინგა (ფოტო)

860 ნახვა

სვირინგი მაილი საირუსისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მომღერალს რამდენიმე მცირე და დიდი ზომის ტატუ სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს. რამდენიმე დღის წინ კი, გოგონას ხელზე მორიგი გამოსახულება გამოჩნდა – ამჯერად მისი ძაღლის, ემუს პორტრეტი.

ამ საქმისთვის მაილიმ ტატუს ცნობილ პროფესიონალს, ექიმ ვუს მიმართა, რომლის მომსახურებითაც წლებია კარა დელევინი სარგებლობს. სწორედ მან გამოაქვყნა ფოტო წარწერით: „პატარა ემუ თავის დედაზე გამოისახა“.

მაილი – ცხოველების უფლებების აქტიური დამცველია. მის სახლში ძაღლები, კატები და გოჭიც კი ცხოვრობს. უმეტესი მათგანი საირუსმა ქუჩაში იპოვა და სახლში წაიყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *