სამშაბათი, დეკემბერი 11, 2018
Home > ფოტო > სელენა გომესი ბიონსეს რეკორდს მიუახლოვდა

სელენა გომესი ბიონსეს რეკორდს მიუახლოვდა

268 ნახვა

ფოტომ, სადაც სელენა გომესი „კოკა-კოლას“ სვამს, „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტი მოწონება მანამდე დაიმსახურა, სანამ ბიონსე დაანონსებდა, რომ ტყუპებზე ორსულად არის.

თუმცა, ბიონსეს კვლავ ჰყავს კონკურენტი და ის კვლავ სელენაა, რომელიც ფესტივალ Coachella-ს ბოიფრენდთან ერთად სტუმრობდა და რომელმაც შესაბამისი ფოტო „ინტაგრამზე“ გააზიარა. რამდენიმე დღეში მას 7 მილიონამდე „მოწონება“ დაუგროვდა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ის ბიონსეს 11 მილიონიან რეკორდს მოხსნის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სელენას ყველაზე მეტი – 118 მილიონი გამომწერი ჰყავს. ბიონსეს შემთხვევაში კი ეს რიცხვი ახლახან გადასცილდა 100 მილიონს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *