შაბათი, აგვისტო 18, 2018
Home > it სიახლეები > XIAOMI-ის ახალი ვირტუალური სათვალე, რომელიც 15 დოლარი ღირს

XIAOMI-ის ახალი ვირტუალური სათვალე, რომელიც 15 დოლარი ღირს

21 ნახვა

ჩინური კომპანია გაცილებით უკეთ ინახავს საიდუმლოებს, ვიდრე მსოფლიოს ლიდერი ბრენდები, როგორებიცაა Apple, Sony, Samsung და ა.შ. ამ ეტაპამდე მკაცრად გასაიდუმლოებული მოწყობილობა, რომელიც ვირტუალური რეალობის ამსახველი სათვალეა, დაანონსებულიც არ ყოფილა.

მოულოდნელად კომპანიამ მსოფლიოს ახალი Mi VR Play 2 წარუდგინა. გაჯეტს პლასტმასის ზედაპირი აქვს, რომელიც დივაისის მეტ სიმსუბუქესა და დაბალ ფასს განაპირობებს.

გაჯეტის შიდა დიზაინი საკმაოდ კომფორტული, რბილი ქსოვილითაა შესრულებული, აქვეა გაგრილების ახალი სისტემა. იგი სულ რაღაც 183 გრამს იწონის. VR-მოწყობილობა თავსებადია ყველა დივაისთან, რომლის ეკრანის გარჩევადობა არანაკლებ 4.7-ს, ხოლო მაქსიმალური 5.7 ინჩს შეადგენს. გამოსახულების მინიმალური რეზოლუცია 1920 x 1080 პიქსელია.

აქსესუარის გაყიდვა 19 აპრილიდან დაიწყება და მისი საცალო ღირებულება დაახლოებით 15 დოლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *