პარასკევი, იანვარი 18, 2019
Home > შოუბიზნესი > ჯეისონ სტეტჰემმა “ფორსაჟი 9”-ში მონაწილეობა დააანონსა

ჯეისონ სტეტჰემმა “ფორსაჟი 9”-ში მონაწილეობა დააანონსა

444 ნახვა

„ფორსაჟი 8“-ის პრემიერა ახლახან შედგა და უკვე ცნობილია მომდევნო ნაწილის დეტალები. ჯეისონ სტეტჰემმა განაცხადა, რომ არამარტო მიიღებს მონაწილეობას მეცხრე ნაწილში, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს მასში.

„მერვე ნაწილში მაყურებელს საოცარი სიახლეები ელოდება იმაზე, ვინ არის სინამდვილეში ჩემი პერსონაჟი, დეკარდ შოუ. შესაძლოა, ის არც ისე ცუდია, როგორც ყველა ფიქრობს. სცენარისტებმა და მე ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ“, – განაცხადა მსახიობმა.

სტეტჰემის სიტყვები დაადასტურა ვინ დიზელმაც და განაცხადა, რომ შოუს ოჯახი ფილმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ახალი, რიგით მეცხრე ნაწილის პრემიერა 2019 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *