ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2019
Home > შოუბიზნესი > „ფორსაჟი 8“-ის პრემიერას ნიუ-იორკში ორსული როზი ჰანტინგტონ-უაიტლიც დაესწრო

„ფორსაჟი 8“-ის პრემიერას ნიუ-იორკში ორსული როზი ჰანტინგტონ-უაიტლიც დაესწრო

838 ნახვა

ბოლო დღეებში შარლიზ ტერონი და ვინ დიზელი ევროპის უმსხვილეს ქალაქებში მოგზაურობენ. მიზეზი ერთია – „ფორსაჟი 8“ დიდ ეკრანებზე გამოვიდა და მასში მონაწილე მსახიობები წითელ ხალიჩაზე გააერთიანა.

პარიზისა და ბერლინის შემდეგ ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში შედგა. ამჯერად ჯეისონ სტეტჰემს პარტნიორობა ფოტოგრაფების წინაშე მეგობარმა გოგომ, როზი ჰანტინგტონ -უაიტლიმ გაუწია. შეგახსენებთ, რომ მოდელი ორსულად არის. ის და ჯეისონი მშობლები სულ მალე გახდებიან.

წითელ ხალიჩაზეკი მათ გარდა ვინ დიზელის, შარლიზ ტერონის, ნატალი ემანუელის, ლუდაკრისის, დუეინ ჯონსონის, მიშელ როდრიგესის, ელზა პატაკის, კურტ რასელისა და სკოტ ისტვუდის ნახვა იყო შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *