ორშაბათი, დეკემბერი 16, 2019
Home > ტექნოლოგიები > Samsung Galaxy S8-ით გადაღებული ფოტოების მიმოხილვა

Samsung Galaxy S8-ით გადაღებული ფოტოების მიმოხილვა

561 ნახვა

როგორც უკვე ვიცით, Galaxy S8-ს აქვს 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX333-ის “ორმაგი პიქსელ” ტექნოლოგიის 1/2.55 დიუმის სენსორის მქონე კამერა, რომლის პიქსელების ზომაც გახლავთ 1.4 მიკრონი და ლინზები წარმოდგენილია F1.7 დიაფრაგმით. ამ პოსტში გთავაზობთ Galaxy S8-ის კამერის გადაღებული ფოტოების მიმოხილვას.

ეს არის ოთახის შუქზე გადაღებული ფოტო, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება, ასეთი კონტრასტული და ლამაზი ფერები იშვიათობაა. როგორც ჩანს Samsung-ს პროგრამულ მხარეზე უზრუნვია.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ტოპ ბრენდების ფლაგმანური სმარტფონებიც ანალოგიურ შედეგებს გვაძლევენ.

ძალიან კარგი დეტალიზაცია, ძალიან კარგი ფერების აღქმა და ძალიან სწრაფი ფოკუსი კარგი კამერის მთავარი პირობებია! Samsung-ს ყოველთვის უჭირდა ფერების ზუსტი აღქმა Galaxy S7-მდე და Galaxy S7-ის ტრადიციას Galaxy S8-ც გააგრძელებს ალბათ. ?

არ ვიცი კატა უფრო მომწონს თუ გადაღებული ფოტო?! ალბათ ორივე ?

მოკლედ რომ ვთქვა, მშვენიერი ნამუშევარია Samsung-ისგან, კარგ სმარტფონს კარგი კამერაც უნდა ჰქონდეს და ის მას ნამდვილად აქვს. ?

წყარო: review.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *