ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2019
Home > oops სიახლეები > პატარა გოგონა, რომელიც საბრძოლო ხელოვნებას ძმის დასაცავად დაეუფლა – Nissan–ის ვიდეორგოლი

პატარა გოგონა, რომელიც საბრძოლო ხელოვნებას ძმის დასაცავად დაეუფლა – Nissan–ის ვიდეორგოლი

810 ნახვა

Nissan–ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი მართლაც არაჩვეულებრივია. ისტორია პატარა და–ძმაზე გულგრილს ნამდვილად არცერთ მაყურებელს დატოვებს. პატარა ბიჭი, რომელიც მოხუცი მეზობლისთვის ყოველდღე საყიდლებზე დადის, უკან დაბრუნებული სულ თანატოლების დაცინვისა და ხშირად ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც ხდება. ამ დროს, ფანჯრიდან მომზირალი და ნერვიულობისა და სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობს. მაგრამ ვინ თქვა, რომ მხოლოდ ძმების მოვალეობაა უმცროს დებზე ზრუნვა?! პატარა ლამაზი გოგონა ძმის დასაცავად საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას გადაწყვეტს და მართალია წლების შემდეგ, მაგრამ მაინც მოახერხებს საყვარელი ძმის დაცვას.

 

თუმცა, ამ ვიდეორგოლში, გარდა გულისამაჩუყებელი ისტორიისა, ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ავტომობილის, კონკრეტულად კი Nissan–ის ახალი 2017 წლის Micra–ს ისტორია აღმოჩნდება.

 

წყარო: marketer.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *