პარასკევი, ნოემბერი 22, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > რა არის wifi და როგორ გავარჩიოთ ის

რა არის wifi და როგორ გავარჩიოთ ის

1 084 ნახვა

IEEE 802.11 სტანდარტი

ნებისმიერი მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებში შეხვდებით ასეთ წარწერას: «Wi-Fi 802.11a/b/g/n». განვიხილოთ რას ნიშნავს ეს წარწერა .

რადიოტექნიკის და ელექტრონიკის სფეროში უამრავი სტანდარტი შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაციის IEEE (Institute of Electrical and Electronics Engineers) მიერ. ინსტიტუტის სახელი იკითხება, როგორც I triple E («აი ტრიპლ ი»). IEEE-ს უამრავ სტანდარტებს შორის არის ერთი ჯგუფი – IEEE 802, რომელიც ეხება ლოკალურ ქსელს. IEEE 802 ნაწილდება ქვეჯგუფებად, ერთ-ერთი არის IEEE 802.11 რომელიც მთლიანად განკუთვნილია უსადენო ქსელებისთვის. ეს ქსელი ფართოდაა ცნობილი როგორც ბრენდი Wi-Fi. განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ის ასოები, რომლებიც სტანდარტის ნომერის შემდეგ წერია.

Wi-Fi

IEEE 802.11a. ფაქტობრივად, ყოველი ასო სტანდარტის ნომრის შემდეგ, მაგალითად IEEE 802.11a აღნიშნავს ცალკეულ სტანდარტს. როგორც წესი ასოები მიყვება ანბანის მიხედვით, ამიტომ რთული არაა იმის გაგება, თუ რომელია უფრო ახალი სტანდარტი. პირველი მაღალსიჩქარიანი სტანდარტი იყო 802.11a, რომელიც წარმოდგენილი იქნა 1999 წელს (მაგრამ ამ სტანდარტის მხარდამჭერი მოწყობილობა გამოვიდა 2001 წელს), რომელიც მუშაობდ 5 გჰც სიხშირეზე და სიჩქარე ქონდა 54 მბიტ/წმ-მდე.

IEEE 802.11b. 802.11a-ს სტანდარტთან ერთად წარმოადგინეს ასევე 802.11b სტანდარტი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ 802.11 სტანდარტის გაფართოება და სიჩქარე ქონდა 11მბიტ/წმ-მდე, მუშაობდა 2,4 გჰც სიხშირეზე.

IEEE 802.11g. 2003 წარმოდგენილი იქნა სტანდარტი 802.11g, რომელიც საშუალებას იძლეოდა ინფორმაცია გაგეცვალათ 54მბიტ/წმ-მდე სიჩქარით და მუშაობდა 2,4 გჰც სიხშირეზე.

IEEE 802.11y. არ გავრცელდა ევროპაში, მაგრამ გამოიყენება ამერიკაში. სხვებისგან განსაკუთრებით განსხვავდება, რომ მუშაობს 3,6 გჰც სიხშირეზე, რაც საშუალებას იძლევა დაჭერის რადიუსი გაიზარდოს 5კმ-მდე სიჩქარით 54 მბიტ/წმ-მდე.

Я знаю: беспроводные сети Wi-Fi

IEEE 802.11n. უკვე ჩამოთვლილმა სტანდარტებმა დიდი ბიძგი მისცეს უსადენო Wi-Fi ქსელების განვითარებას, მაგრამ ახლა ეს სტანდარტები უკვე მოძველებულად ითვლება, მაგრამ მათი მხარდაჭერა ჯერ კიდევ ბევრ მოწყობილობას აქვს. დღევანდელ დღეს ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური სტანდარტია 802.11n, რომელიც 2009 წელს წარმოადგინეს და დღემდე გამოიყენება. ეს სტანდარტი მუშაობს როგორც 2,4 გჰც სიხშირეზე ასევე 5გჰც სიხშირეზე და თეორიულად შეუძლია ინფორმაციის გადაცემა 600მბიტ/წმ-მდე სიჩქარით, რაშიც ეხმარება MIMO ტექნოლოგია, ეს ტექნოლოგია ინფორმაციის გადაცემა-მიღებისას იყენებს რამდენიმე ანტენას ერთდროულად.

Я знаю: беспроводные сети Wi-Fi

IEEE 802.11aс. ცოტა ხნის წინ (ოფიციალურად 2014 წლის დასაწყისში) დაიწყო ახალი სტანდარტის დანერგვა – 802.11ac, რომელსაც 5გჰც სიხშირეზე და 8 MIMO-ანტენის დახმარებით შეუძლია ინფორმაცია გადასცეს 6,77გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. ჯერ ჯერობით ეს სტანდარტი ბევრ მოწყობილობაში არ არის, მაგრამ თანდათან უფრო მეტი მოწყობილობა გამოდის ამ სტანდარტის მხარდაჭერით.

IEEE 802.11ad. და ბოლოს, მინდა შემოგთავაზოთ IEEE-სა და Wi-Fi Alliance-ს უახლესი სტანდარტი – 802.11ad. მოსალოდნელია, რომ მისი დამსახურებით ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე მიაღწევს 7გბიტ/წმ-ს. შესაბამისად მოწყობილობა იმუშავებს 60 გჰც სიხშირეზე, რაც საკმაოდ ბევრ ფიზიკურ წინაღობასთან შეგაჯახებთ: ამ სიგრძის რადიოტალღებს არ შეუძლიათ კედელში გავლა და ასეთი ქსელის დაჭერის დიაპაზონი შემოიფარგლება 1 ოთახით. 802.11ad სტანდარტი გამოიყენება უსადენო მონიტორებისთვის და დიდი ფაილების გადასაცემად, მაგალითად ფილმები მობილურ მოწყობილობაზე, იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდებათ შორ მანძილზე უსადენო კავშირი წვდომის წერტილი გადაირთვება 2,4 / 5 გჰც სიხშირეზე.

802.11n/ac/ad-ების შედარება:

802.11n 802.11ac 802.11ad
გამტარობა 600 მბიტ/წმ 3,2 გბიტ/წმ 7გბიტ/წმ-მდე
დაფარვა ~70 მეტრი (სახლი) ~ 30 მეტრი (სახლი) ~ 5 მეტრი (სახლი)
სიხშირე 2,4 / 5 გჰც 5 გჰც 2,4 / 5 / 60 გჰც
ანტენა 4 х 4 MIMO 4 х 4 MIMO > 10 х 10 MIMO
გამოყენება ინფორმაცია, ვიდეო ვიდეო შეუკუმშავი ვიდეო

დაშიფვრა და ავტორიზაცია

Wi-Fi-ს გამოჩენის შემდეგ საუბარი ჩამოვარდა მის უსაფრთხოებაზე. მასთან წვდომის შესაზღუდად გამოიყენება ავტორიზაციის, დაშიფვრისა და დაკავშირების სხვადასხვა მეთოდი. მაგრამ არც ისე იშვიათად გვხვდება ქსელი დაშიფვრის გარეშე. ასეთი AP (Access Point – წვდომის წერტილი) ხშირ შემთხვევაში გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რათა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს დაკავშირება (შესაძლებელია გაფილტვრა MAC-მისამართით). დაუშიფვრავ წვდომის წერტილთან დაკავშირებისას ინფორმაცია არ იშიფრება და მათი მოპოვება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონით, მაგრამ თქვენ თავადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ დაშიფვრის მეთოდი, მაგალითად დაუკავშირდეთ VPN-სერვერს.

WEP. AP-ს დაშიფვრის პირველი მეთოდი, ავტორიზაცია საერთო გასაღებით, რომელიც იყენებს WEP დაშიფვრას. ეს მეთოდი უკვე მოძველებულია, რადგან ადვილად ტყდება.

WPA. წვდომის წერტილის უსაფრთხოების ამაღლება იგეგმებოდა ახალ სტანდრთან IEEE 802.11i-სთან ერთად, მაგრამ მანამდე გამოვიდა “დროებითი” სტანდარტი WPA. საშუალება გქონდათ აგერჩიათ 2 ვარიანტი – RADIUS-სერვერის დახმარებით WPA-Enterprise-სთვის (გამოიყენებოდა ორგანიზაციებში) ან დაშიფვრის გასაღებით WPA-PSK-სთვის.

WPA2. თანამედროვე და ყველასთვის რეკომენდებული სტანდარტი 802.11i – WPA2. ავტორიზაციის მეთოდი დარჩა იგივე — WPA2-Enterprise და WPA2-PSK, სახლის როუტერებში უმეტესად იყენებენ ბოლო ვარიანტს. მთავარი განსხვავება WPA-სთან არის ის, რომ დაშიფვრის მეთოდი TKIP შეიცვალა უფრო მძლავს AES მეთოდზე, რომლის გატეხვაც ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ ჯერ კიდევ იყენებთ დაშიფვრის რომელიმე მოძველებულ მეთოდს, რეკომენდებულია, რომ შეცვალოთ უფრო თანამედროვეზე WPA2-PSK.

WPS. სტანდარტი და ერთსახელიანი პროტოკოლი WPS (TP-Link-ის როუტერებში — QSS), იშიფრება, როგორც Wi-Fi Protected Setup (Wi-Fi-ს უსაფრთხო გამართვა), განკუთვნილია კავშირის ნახევრადავტომატურ რეჟიმში დასამყარებლად. WPS-ის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია წვდომის წერტილს დაუკავშირდეს და არ იცოდეს არც პაროლი და არც მისი სახელი (SSID).

WPS ითვალისწინებს ქსელთან დაკავშირების ორ მეთოდს, მათგან პირველია – ღილაკზე დაჭრეა, ღილაკი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური (გამოიყენება უმეტესად სახლის როუტერებზე), ასევე პროგრამული (მდებარეობს როუტერის სამართავ პანელში). ღილაკზე დაჭერისას მცირე დროის განმავლობაში (დაახლობით 1 წუთი) როუტერთან დაკავშირება შეეძლება ნებისმიერს, რომელიც იმავე ღილაკს დააჭერს თავის მოწყობილობაზე (მაგ. ანდროიდ მოწყობილობებში ეს ღილაკი არის Wi-Fi-ს პარამეტრებში). გასაგებია, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ სხვა დაუკავშირდება თქვენ ქსელს, ამიტომ ამ მეთოდს უმეტესად იყენებენ სახლის პირობებში და არ გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც აუცილებელია ინფორმაციის დაცვა.

ხანდახან უფრო მოსახერხებელია ავტორიზაციის მეორე მეთოდი – PIN კოდის დახმარებით. PIN-კოდი იქმნება მოწყობილობაშე, რომელიც უნდა დაუკავშირდეს და ამის შემდეგ უსადენო ქსელის მფლობელმა ეს კოდი უნდა შეიყვანოს როუტერის სამართავ პანელში. ეს საკმარისია, რომ დაუკავშირდეთ უსადენო ქსელს.

Wi-Fi-ს მუშაობის სქემა

როგორც წესი, როდესაც საუბარია Wi-Fi ქსელების მუშაობის სქემაზე, ნაგულისხმევია 2 სახეობა: წვდომის წერტილით და მის გარეშე.

Access point. Wi-Fi ქსელების მუშაობისას, უმეტესად გამოიყენება წვდომის წერტილი (Access Point), რომელიც არის “ხიდი” უსადენო მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის. უნდა აღვნიშნოთ, რომ “უსადენო როუტერი” და “წვდომის წერტილი” ერთიდაიგივე არ არის. წვდომის წერტილს შეუძლია მოწყობილობაზე მიაერთოს ინტერნეტს, ხოლო როუტერს შეუძლია ეს მოწყობილობები ერთმანეთს დააკავშიროს და შექმნას ლოკალური ქსელი. უმეტეს შემთხვევაში, როგორც როუტერის ასევე წვდომის წერტილის ფუნქციას ასრულებს ერთიდაიგივე მოწყობილობა.

Ad-hoc / Wi-Fi Direct. Wi-Fi-ს მუშაობის მეორე სქემა არის მოწყობილობების ერთმანეთთან კავშირი წვდომის წერტილის გარეშე, ასეთ კავშირს უზრუნველყოფს ad-hoc რეჟიმი ან Wi-Fi Direct სტანდარტი.

როგორც ad-hoc-ის ასევე Wi-Fi Direct-ის შემთხვევაში ერთ-ერთმა მოწყობილობამ უნდა შეითავსოს წვდომის წერტილის როლი, რა თქმა უნდა შეზღუდული ფუნქციებით. ასეთი კავშირი კარგია ფაილების დიდი სიჩქარით გადასაცამად ან ქსელის გასამართად გადაუდებელ სიტუაციებში, რადგან არ საჭიროებს ბევრი პარამეტრის გამართვას.

ad-hoc რეჟიმი Wi-Fi Direct რეჟიმთან შედარებით დღესდღეობით მოძველებულია. Wi-Fi Direct-ს აქვს WPA2 დაშიფვრის მეთოდი (ეს მეთოდი ასევე გამოუშვეს ad-hoc რეჟიმისთვისაც, მაგრამ თავდაპირველად მას ეს ფუნქცია არ ჰქონდა), ასევე არ საჭიროებს სხვა მოწყობილობასთან კავშირის გაწყვეთას.

დასკვნა

ამ სტატიაში მოკლედ წარმოვადგინეთ ის ფუნქციები და შესაძლებლობები, რომელიც Wi-Fi ქსელში გვხვდება, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ უკვე გეცოდინებათ ზოგიერთი ტერმინი და დაშიფვრის მეთოდი. თუ გჭირდებათ ფაილების გადაცემა სწრაფად და თანხაშიც შეზღუდული არ ხართ, უკვე იცით, რომ უნდა შეიძინოთ როუტერი, რომელსაც ექნება 802.11AC სტანდარტის მხარდაჭერა და WPA2-PSK დაშიფვრის მეთოდი. ერთი სიტყვით, Wi-Fi ქსელით შეგვიძლია უფრო მეტის მიღება, ვიდრე მხოლოდ ინტერნეტის, მაგრამ ამისთვის საჭიროა საფუძვლიანად შევისწავლოთ მისი ფუნქციები.

წყარო: 4pda.ru

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *