პარასკევი, იანვარი 18, 2019
Home > it სიახლეები > Microsoft-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ახალი კონსოლი – Scorpio წარმოადგინა

Microsoft-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ახალი კონსოლი – Scorpio წარმოადგინა

379 ნახვა

BBC Technology-ის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ამერიკული გიგანტის ახალი კონსოლის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მონაცემებით იქნება წარმოდგენილი. Microsoft-ის ახალი კონსოლის სახელია – Scorpio, ამჟამად იგი ფინალური დამუშავების ფაზებს გადის.

როგორც IT გიგანტი გვარწმუნებს, იგი მთლიანად შეცვლის წარმოდგენებს კონსოლების შესახებ, რადგან მისი სიმძლავრე არც მეტი, არც ნაკლები 40 მაღალსიჩქარიანი ბირთვით განისაზღვრება, რომელიც 4K გაფართოების 3D გრაფიკას დაარენდერებს. Scorpio – აღჭურვილი იქნება ერთი ცენტრალური პროცესორით, რომელიც 8 ბირთვიანი იქნება და 2.3 GHz სიხშირეზე იმუშავებს.

8 ბირთვიანი პროცესორის მქონე მოწყობილობა Sony Playstation 4 Pro მხოლოდ 2.1 GHz სიხშირის პროცესორზე მუშაობს, ხოლო Xbox One 1.75 GHz-ს შეადგენს. რაც შეეხება გრაფიკულ ამაჩქარებელს, იგი დაახლოებით 36 ბირთვიანი დაფით განისაზღვრება, რომელიც Sony-ისა და Xbox One-ზე მეტი სიმძლავრით იქნება წარმოდგენილი. Microsoft-ის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტია, მოწყობილობამ ექვსი ტერაფლოპი/წამში სიჩქარე განავითაროს.

როგორც ინსაიდერები წერენ, გაჯეტი 400 ფუნტ-სტერლინგზე მეტი ეღირება. რაც შეეხება ოფიციალურ თარიღს, პრემიერა ამა წლის ზაფხულზეა დაგეგმილი.

წყარო:fortunaplus.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *