სამშაბათი, დეკემბერი 11, 2018
Home > it სიახლეები > Apple ხვალისთვის 8 ახალი პროდუქტის წარსადგენად ემზადება: ოთხი ახალი iPad Pro, iPhone 7 ახალ ფერებში, Apple Watch-ის სამაჯურები და განახლებული 128გბ-იანი iPhone SE

Apple ხვალისთვის 8 ახალი პროდუქტის წარსადგენად ემზადება: ოთხი ახალი iPad Pro, iPhone 7 ახალ ფერებში, Apple Watch-ის სამაჯურები და განახლებული 128გბ-იანი iPhone SE

312 ნახვა

რამოდენიმე კვირის წინ, საბერძნეთიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ Apple აპირებს ახალი, მეორე თაობის iPad Pro მოწყობილობების გამოშვებას. ამათთან ერთად, კომპანია ასევე გამოუშვებს iPhone 7-ის ახალ ფერებს და Apple Watch-ის სამაჯურებს. ყველა პროდუქტი, რომელიც მოსალოდნელია Apple-ისგან ხვალ:

iPad Pro 9.7 inch 2 (9.7 ინჩიანი ეკრანის ზომით)
iPad Pro 12.9 inch 2 (12.9 ინჩიანი ეკრანის ზომით)
ახალი iPad Pro 10.5 (10.5 ინჩიანი ეკრანით, რომელიც Apple-ისთვის პირველადაა)
iPad mini Pro
iPhone 7/7 Plus – საქველმოქმედო წითელი (Product RED)
iPhone 7/7 Plus – Jet White (ეს ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად რეალურია, ჭორები დადის მხოლოდ)
iPhone SE 128GB ვერსია
Apple Watch-ის ახალი სამაჯურები
უკვე დღეს, Apple Store-ის ოფიციალურ საიტზე შესვლისას, ვხედავთ, რომ საიტი გათიშულია კომპანიის ტრადიციული სლოგანით – “ჩვენ თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული გვაქვს და ვერ ვითმენთ, სანამ ნახავთ. შემოიარეთ მოგვიანებით!”, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია თავის ონლაინ მაღაზიაში თავის ახალ პროდუქტებს ანთავსებს. საიტის ტექნიკური ექსპლუატაცია გაგრძელდება დილის 9-ის ნახევრამდე, (ჩვენი დროით დილის 4:30-მდე) ზუსტად ამ დროსაც კომპანია თავის პრეს-რელიზებსაც აქვეყნებს ხოლმე.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, Apple-ისგან მოსალოდნელია ახალი, მეორე თაობის iPad Pro-ების ხაზი, რომელშიც 10.5 ინჩიან ეკრანის ზომიანი ტაბლეტი სრული სიახლეა. ინფორმაციის თანახმად, ახალ iPad Pro-ებს უფრო ვიწრო ეკრანის კანტი ექნებათ და სამივე (12.9, 10.5 და 9.7) იმუშავებს Apple-ის A10X Fusion პროცესორზე, iPad mini Pro კი A9X ჩიპსეტზე, რომელიც iPhone 6S-ში იყო გამოყენებული (A9).

iPad-ებთან ერთად, Apple ასევე ანახებს iPhone 7 და 7 Plus-ებს ახალ ფერებში. ესენია კომპანიის საქველმოქმედო წითელი ვერსია და Jet White, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ დაზუსტებული არ არის, მხოლოდ ჭორის დონეზეა. კომპანია ასევე განაახლებს თავის პატარა, თუმცა სავსებით ძლიერ iPhone SE-ს და მისცემს ახალ 128გბ-იან ვერსიას. ტრადიციულად მოსალოდნელია Apple Watch-ის ახალი სამაჯურებიც.

როგორც ჩანს, ამჯერად Apple არ აპირებს პრეს-კონფერენციების ან რაიმე სახის ღონისძიების ჩატარებას პირდაპირი ჩართვით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩუმი, პრეს-რელიზური ანონსი

 

წყარო: review.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *