სამშაბათი, დეკემბერი 10, 2019
Home > საიხლეები > პირველი მოდულარული Android Wear საათი უკვე აქ არის !

პირველი მოდულარული Android Wear საათი უკვე აქ არის !

975 ნახვა

მართალია 2017 წელი ჭკვიანი საათებისთვის ცოტათი პასიურად დაიწყო, რადგან ამ ტექნოლოგიამ დიდად არ გაიმართლა თავი, თუმცა არის ხალხთა ისეთი კატეგორია, რომელსაც სჭირდება მაჯაზე სმარტფონის დამხმარე, ან უბრალოდ ჭკვიანი აქსესუარი, რომელიც ამავდროულად გამოიყურება კარგად.

ჯერ-ჯერობით, ახალი ჭკვიანი საათები მხოლოდ LG და Huawei-სგან ვიხილეთ, რომლებიც Android Wear 2.0-ზე მუშაობენ და არც ისე ძვირი ღირს. თუმცა თუკი თქვენთვის $249 და $349-ს დახარჯვა ზედმეტად შეურაცმყოფელია მაჯის აქსესუარისთვის, Tag Heuer და Intel-ს თქვენთვის შესანიშნავი შემოთავაზება აქვს გადაიხადოთ $1,650 ახალ Tag Heuer Connected Modular 45-ში.

ბევრი ხუმრობა შეიძლება საათის უგრძეს სახელზე და საფასო ნიშნულაზე, თუმცა ეს უფრო ძვირფასეული ნივთია კატეგორიზაციით და არა უბრალოდ ტექ-გაჯეტი. მართალია ის იყენებს Intel Atom Z34XX პროცესორს, 512მბ ოპერატიულ, 4GB შიდა მეხსიერებასა და Android Wear 2.0 ოპერაციულ სისტემას, მისი უმთავრესი ფუნქცია, რაც გამოარჩევს გაჯეტებიდან, არის დიზაინი. ეს საბოლოო კი პირველად Android Wear საათებში და არამარტო – არის მოდულარული.

Tag Heuer Connected Modular 45-ს სულელურად კარგი დიზაინი აქვს და როგორც უკვე ზემოთვე აღვნიშნე, ის მოდულარულია – ანუ შესაძლებელია მისი ძალიან ბევრი კომბინაციით თქვენ თავზე მორგება, მაგალითად უბრალოდ სხვადასხვა ფერის მაჯის შეცვლის გარდა, შეგიძლიათ საათის 4 მთავარი ნაწილისგან აირჩიოთ, შეუცვალოთ დასამაგრებლები, ნაირ-ნაირი ტექსტურების, ფერების სამაჯურები და თვითონ სამაჯურის საჭერი. ამ ყველაფრის თქვენზე მორგება კი Tag Heuer-ის საიტზე იქნება შესაძლებელი, სანამ საათს გამოიწერთ. ეს თითქმის მსგავსი იდეაა Motorola-ს Moto Maker-ისა, თუმცა პლატფორმა გაცილებით უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

უსასრულ მორგებასთან ერთად, Tag Heuer-მა ასევე გათვალა, რომ მისი ახალი საათი კარგ შტაბეჭდილებას დაუტოვებდა მომხმარებელს. საათი მუშაობს 410 მილიამპერიან ბატარეაზე, რომელსაც ერთი დამუხტვიდან 25 საათამდე მუშაობა შეეძლება, აქვს 1.39 ინჩიანი მრგვალი AMOLED ეკრანი და ისეთი სენსორები, როგორიცაა: NFC უკონტაქტო გადახდებისათვის და GPS ნავიგაციისთვის. საათს ასევე 100 მეტრ სიღრმემდე აქვს წყალგაუმტარობა.

საათის შეძენა უკვე დღესაა შესაძლებელი Tag Heuer-ის ვებ-საიტიდან, სადაც ფასები $1,650-დან იწყება და მაქსიმუმ $6,750-მდე ადის კონფიგურაციების მიხედვით.

წყარო: review.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *