პარასკევი, იანვარი 18, 2019
Home > it სიახლეები > 5G ინტერნეტი – Samsung მალე მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს შემოგვთავაზებს

5G ინტერნეტი – Samsung მალე მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ინტერნეტს შემოგვთავაზებს

410 ნახვა

როდესაც 5G ინტერნეტი ჩაეშვება, ჩვენ რამდენიმე წუთში თავისუფლად შევძლებთ უდიდესი ფაილების ჩამოტვირთვას, როგორიცაა თამაშები, 4K ვიდეოები, პროგრამები და ასე შემდეგ.

5G ინტერნეტი 4G LTE ინტერნეტის ევოლუციის გაგრძელებაა. მართალია, ეს უკანასკნელი მეტწილად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება, თუმცა ახალი ტექნოლოგიები არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ მობილურებისათვის. ისევე როგორც, ახლანდელ 4G ინტერნეტს ვიყენებთ როუტერების საშუალებით, ასევე, გამოვიყენებთ ახალ 5G ტექნოლოგიებსაც.

მსოფლიოს მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე, Samsung-მა ახალი 5G ტექნოლოგიების როუტერი გვიჩვენა. მისი სიჩქარე წამში 4GB-ს მიაღწევს. შესაბამისად, 50GB-ის მოცულობის თამაშის გადმოწერას 2 წუთში, ხოლო 100 GB 4K ვიდეოს გადმოწერას სულ რაღაც ერთ წუთში შეძლებთ. ასე რომ, ლოდინი ინტერნეტის ნელი სიჩქარის გამო მალე წარსულს ჩაბარდება.

როგორ იმუშავებს?

Samsung-ის 5G ინტერნეტის ანტენა თქვენი სახლის გარეთ დამონტაჟდება და სახლში WiFi როუტერს დაუკავშირდება. ამ წუთას ტექნოლოგიები ბოსტონში საცდელ ტესტირებას გადის.

ახალი ტექნოლოგიები ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება და ვიმედოვნებთ, ის საქართველოშიც მალევე შემოაღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *