Home > საიხლეები > Google Hash Code-ის საერთაშორისო შეჯიბრი თბილისში ჩატარდა

Google Hash Code-ის საერთაშორისო შეჯიბრი თბილისში ჩატარდა

609 ნახვა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით საქართველოში Google Hash Code-ის საერთაშორისო შეჯიბრი, 23 თებერვალს ჩატარდა.

Google Hash Code-ის საერთაშორისო შეჯიბრს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კომპანია „ბილაინმა“  უმასპინძლეს. ღონისძიება წელს, უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

Google Hash Code არის გუნდური შეჯიბრი პროგრამირებაში სტუდენტებსა და პროფესიონალებს შორის, რომელიც ითვალისწინებს ინჟინრული ამოცანის რეალურ დროში გადაჭრას. 2017 წელს Google Hash Code-ის დაახლოებით 250 საკონკურსო ცენტრი გაიხსნა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. კონკურსი საქართველოში პირველად 2016 წელს ჩატარდა. გამარჯვებულები თბილისის საკონკურსო ცენტრიდან  Google-ის პარიზის ოფისში გაემგზავრნენ, სადაც ფინალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა და საერთო რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავეს.

ჩვენი საკონკურსო ცენტრის რამდენიმე მონაწილემ მიიღო სტაჟირების შეთავაზება Google-იდან. თბილისში ამ კონკურსში დარეგისტრირდა დაახლოებით 150 პროფესიონალი და სტუდენტი, მათ შორის 25 გოგონაა. მონაწილეებმა 4 საათის განმავლობაში იმუშავეს Google-ის მიერ მოცემულ საინჟინრო ამოცანაზე, შემდეგ კი გააგზავნეს პასუხები საკონკურსო სისტემაში.

Google Hash Code-ის ფინალი 1 აპრილს გაიმართება.

წყარო: fortunaplus.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *