პარასკევი, იანვარი 18, 2019
Home > it სიახლეები > Sony Xperia XZ Premium:სმარტფონი რევოლუციური 4K HDR ეკრანით

Sony Xperia XZ Premium:სმარტფონი რევოლუციური 4K HDR ეკრანით

482 ნახვა

Sony-მ სმარტფონების მოყვარულთა საზოგადოება გააოცა მოულოდნელობით და წარმოგვიდგინა რევოლუციური სმარტფონი Xperia XZ Premium-ი, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლებით და დახვეწილი პრემიუმ დიზაინით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა ბრენდის ფანებში სრული აფორიაქება და ვნებათაღელვა გამოიწვია.

ზოგი ფიქრობს, რომ Xperia XZ Premium-ი 2017 წლის საუკეთესო სმარტფონი იქნება და კონკურენტი არ ეყოლება. ზოგი ფიქრობს, რომ Samsung-ი შექმნის რაღაც განსაკუთრებულს, ზოგი Apple-ის ახალ სმარტფონს ელოდება, მაგრამ მე დაგანახებთ ამ სმარტფონს ახლებურად და შევეცდები აგიხსნათ თუ რატომ არ უნდა დაელოდოთ სხვა ბრენდის ახალ ფლაგმანურ სმარტფონს. ?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია სმარტფნის დიზაინი, რაც Xperia XZ Premium-ის შემთხვევაში ყველაფერი მაღალ დონეზეა შესრულებული. ზოგიერთის თქმით წინა პანელზე სმარტფონს დიდი ზომის ცარიელი ადგილი აქვს დარჩენილი და არც კი ფიქრობს რატომ, უბრალოდ დაუფიქრებლად აკრიტიკებენ. სინამდვილეში სმარტფონს აქვს ორი დიდი ზომის მთავარი და წინა კამერა, რომელიც დიდ ადგილს იკავებს, რადგან კამერის ბამპერი გამოწეული არ არის და მთლიანად კორპუსშია მოთავსებული, ზედა ცარიელ ადგილზე ვერ მოათავსებენ ეკრანს, ამას ემატება წინა პანელზე განთავსებული ორმაგი სტერეო დინამიკი, რომელიც კვლავ უშლის ხელს ეკრანის განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ წინა პანელის ქვედა ნაწილში შეიძლება ეკრანის განთავსება, არ დააყენებენ, რადგან დაირღევა დიზანის ბალანსი და სმარტფონი უშნო გამოჩნდება. იმ შემთხვევაში თუ Sony შეცვლის დიზაინს და წინა პანელზე ეკრანს მოათავსებს კომპაქტურად, მაშინ არ ექნება დიდი ზომის წინა და უკანა კამერები, არ ექნება სტერეო დინამიკები, კამერის ბამპერი იქნება გამოწეული და დიზაინი მთლიანად დაემსგავსება Samsung-ის ან Huawei-ს რომელიმე სმარტფონს.

მერწმუნეთ, სმარტფონში არ არის მნიშვნელოვანი რამდენად კომპაქტურად არის ეკრანი განთავსებული წინა პანელზე, არამედ რამდენად კარგადაა წარმოჩენილი ინოვაციური ტექნოლოგიები.

ფაქტი: მიუხედავად ჩემი ასეთი დაწვრილებითი ახსნისა თუ რატომ არის ეკრანი ნაკლებად კომპაქტურად განთავსებული წინა პანელზე, ეკრანი მაინც საკმაოდ კომპაქტურად არის განთავსებული და ის წინა პანელზე 70 პროცენტს იკავებს, რაც ნორმალურია. გარდა ამისა, Samsung-ის ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე Galaxy S8-ზე და LG-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე G6-ზე გამოყენებულია 18.5:9 და 18:9 ფორმატის ეკრანები, რის ხარჯზეც უფრო კომპაქტურები გამოდის და ეკრანიც უფრო დიდ ნაწილს იკავებს წინა პანელზე, თუმცა ეს არაკომფორტულია, რადგან თამაშებიც, ფილმებიც, ვიდეობიც და საერთოდ ნებისმიერი კონტენტი დამუშავებულია 16:9 ფორმატის ეკრანისთვის, 16:9 ფორმატის ეკრანი არის სტანდარტი ტელევიზორებში, კომპიუტერებში, სმარტფონებში და ა.შ.  შესაბამის ტექნიკაში.

ინოვაციური ტექნიკური მახასიათებლები Xperia XZ Premium-ში

სმარტფონების ისტორიაში პირველად XZ Premium-ზე წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი 4K HDR TRILUMINOS ეკრანი 801 პიქსელ სიმჭიდროვით დიუმზე და 138 პროცენტიანი sRGB, მსოფლიოში პირველად წარმოდგენილია ყველაზე სწრაფი ვიდეო გადაღების რეჟიმი 960 კადრით წამში, სმარტფონების ისტორიაში პირველად აღნიშნულ სმარტფონზე წარმოდგენილია DRAM კამერის მეხსიერება( რომელიც სმარტფონს ეხმარება ვიდეო და ფოტო ფაილების დამუშავებაში), სმარტფონების ისტორიაში პირველად წარმოდგენილია Qualcomm-ის 5G ტექნოლოგია 1 გიგაბაიტიანი ფაილის ატვირთვის შესაძლებლობით წამში, სმარტფონების ისტორიაში პირველად სმარტფონზე წარმოდგენილია 4X4 MIMO სიგნალის მიმღები ანტენა.

ეკრანი:

როგორც უკვე ავღნიშნე სმარტფონში  წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი 4K HDR TRILUMINOS ეკრანი 801 პიქსელ სიმჭიდროვით დიუმზე და 138 პროცენტიანი sRGB. აღნიშნული ეკრანი იდეალურია ვირტუალური რეალობისთვის და ასევე Sony გვთავაზობს “AMAZON PRIME” 4K HDR ვიდეო კონტენტს, თქვენ შეგეძლებათ სრულყოფილად დატკბეთ 4K HDR ეკრანით.

დიზაინი:

Xperia XZ Premium-ის დიზაინი მაღალი დონის პრემიუმ მახასიათებლებით გამოირჩევა, წინა და უკანა პანელზე წარმოდგენილია Gorilla Glass 5-ის შუშა, კანტები მეტალისგან არის დამზადებული, გვერდზე პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, წინა პანელზე მოთავსებულია სტერეო აუდიო სისტემა, კორპუსი მთლიანად დაცულია წყილსგან და მტვრისგან IP65/IP68 სერთიფიკატით. კამერის დიზაინი ფოლადის მრგვალი ობიექტივით არის წარმოდგენილი, რაც სმარტფონს უფრო დახვეწილს და ელეგანტურს ხდის.

ჩიფსეტი:

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ Xperia XZ Premium-ზე წარმოდგენილია Qualcomm-ის 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 835, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ Xperia XZ Premium-ზე გვხდება.
ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანი და ორ არხიანი LPDDR4X  არის წარმოდგენილი 1866 მეგაჰერც სიხშირით, შესანახი მეხსიერება 64 გიგაბაიტია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 256 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის დახმარებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ახლა მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სმარტფონს მიმოვიხილავ.

კამერა: ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური სიახლე

მთავარი კამერად 19.3 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება, რომლის ეფექტური პიქსელების რაოდენობა არის 21.2 მილიონი, ხოლო 16:9 ფორმატში იღებს 17.1 მეგაპიქსელით. კამერის სენსორის ზომა 1/2.3 დიუმია, პიქსელის ზომა 1.22 მიკრონი და კამერის მეხსიერება შეადგენს 1 გიგაბაიტს, ეს დეტალები დაეხმარება სმარტფონის კამერას მაღალი ხარისხის ვიდეოების და ფოტოების დამუშავებაში ცუდი განათების პირობებშიც კი. სმარტფონის კამერის შემადგენლობაში ასევე შედის 5 არხიანი(5AXIS) გიროსკოპულ-ელექტრონული სტაბილიზაცია, ლაზერული ავტოფოკუზი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, RGBC-IR ფერთა ფოკუსი, გამოსახულების წინასწარ აღქმადი ფოკუსი, BIONZ პროცესორი, 22 მილიმეტრიანი ულტრა ფართო ხედვის კუთხე, 4K ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, Slo-Mo ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში და კადრის ჩამკეტი.

დიდი ზომის პიქსელის დამსახურებით დაბალი განათების პირობებში კამერა ბევრად კარგად გადაიღებს წინა თაობის ფლაგმანთან შედარებით, ხელით მართვადი ფოკუსის და სიჩქარის დახურვის კონტროლის დამსახურებით თქვენ გაქვთ უფრო მეტი თავისუფლება შემოქმედებისთვის.

Predictive Capture: კამერის ინოვაციური ტექნოლოგია

“Predictive Capture”, ტექნოლოგია, რომელსაც ქართულში ზუსტი თარგმანი არააქვს, მაგრამ აქვს ზუსტი განმარტება და ის ასეთია: რეალურ დროში შესაძლოა თქვენი თვალი უფრო მეტს აღიქვამდეს ვიდრე თქვენი კამერა, აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით სმარტფონის წამში იღებს ოთხ ფოტოს სანამ ჩამკეტის ღილაკს დააჭერთ, თქვენ არ გამოგრჩებათ კადრები, რომლებიც სხვა სმარტფონის კამერის შემთხვევაში შესაძლოა გამოგრჩენოდათ. ?

ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში

ეს არის ნამდვილი რევოლუცია და ნამდვილი ინოვაცია სმარტფონების სამყაროში, თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Slo-Mo ვიდეოს გადაღება.

წინა კამერა:

წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი 1/3 დიუმის ზომის სენსორი 22 მილიმეტრიანი ულტრა ფართო ხედვის კუთხით და 5 არხიანი გიროსკოპულ-ელექტრონული სტაბილიზაციით. Sony-ს ძალიან დახვეწილი “სოფთის” დამსახურებით თქვენ მაღალი ხარისხის “სელფების” გადაღებას შეძლებთ.

აუდიო სისტემა:

Sony გვპირდება, რომ Xperia XZ Premium-ში წარმოდგენილია ნადვილი მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა, რომელშიც გვთავაზობს S-FORCE აუდიო პროცესორს და LDAC Hi-Rec აუდი სისტემას DSEE-HX ტექნოლოგიით,

ბატარეა:

სმარტფონში დიდი ზომის 3230 მილიამპერიანი ბატარეა არის წარმოდგენილი, რაც 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტისთვის სრულიაც საკმარისია, გარდა ამისა წარმოდგენილია Quack Charge 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, რომელიც 30 წუთში 83 პროცენტამდე ავსებს ბატარიის ენერგიას. გარდა ამისა წარმოდგენილია Qnovo ბატარიის ტექნოლოგია, რომელიც ორჯერ ზრდის ბატარიის სიცოცხლისუნარიანობას. ბატარიის ტექნოლოგიად ასევე წარმოდგენილია STAMINA ენერგიის დამზოგავი, რომელიც ამცირებს ენერგო მომხმარებას სამი სხვადასხვა სასურველი რეჟიმის არჩევით და Battery Care ტექნოლოგია ასვენებს თქვენს ბატარეას ღამით თქვენი ძილის პერიოდში. ?

ოპერაციული სისტემა:

ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია Android 7.1.1, რომელიც Sony-ს სპეციალური მოდიფიკაციებით გამოირჩევა. ის საკმაოდ დახვეწილი და სწრაფია, რაც მნიშვნელოვანია სმარტფონისთვის და განსაკუთრებით პრემიუმ სმარტფონისთვის.

დასკვნა:

ვფიქრობ Xperia XZ Premium-ი გახდება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 2017 წლის სმარტფონი, რადგან ძნელია უარი თქვა ასეთ მძლავრ, დახვეწილ და პრემიუმ სმარტფონზე, რომელიც საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით არის წარმოდგენილი.

იხილეთ პრომო ვიდეო:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *