შაბათი, აგვისტო 18, 2018
Home > it სიახლეები > Nokia 3310 – უკვდავი ლეგენდა ბრუნდება

Nokia 3310 – უკვდავი ლეგენდა ბრუნდება

14 ნახვა

დღესდღეობით, Nokia თავის ერთგულ ფანებს დიდად ახარებს ახალი მოწყობილობების წარდგენით, რომლებიც საკმაოდ კარგად გამოიყურება და მშვენიერი ტექნიკური მახასიათებლები აქვს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მათ ჩინეთში წარადგინეს Nokia 6, რომელსაც Snapdragon 430 პროცესორი და 4GB ოპერატიული მეხსიერება აქვს. სმარტფონმა ჩინეთში ძალიან დიდ პოპულარობას მიაღწია და საკმაოდ კარგი გაყიდვების ციფრი დააგენერირა.

უკვე ძალიან მალე, MWC ტექ-გამოფენაზე, Nokia აპირებს სხვა სმარტფონების წარდგენასაც, აქედანაა: Nokia 8, Nokia 5, Nokia 3 და პატარა სურპრიზი მოწყობილობა, რომელიც ბრენდს დაეხმარება თავისი სახელის მოხვეჭაში და უკან დაბრუნებაში, ეს არის Nokia 3310. დიახ, თქვენ არ შეცდით და სავსებით სწორად კითხულობთ, არანაირი შეცდომა აქ არ არის. აქამდე დადიოდა ჭორები, რომ განახლებული 3310 იქნებოდა სმარტფონი, ისევე როგორც 8,5 და 3, თუმცა სინამდვილეში ეს იქნება ჩვეულებრივი, ღილაკებიანი ტელეფონი ზუსტადაც ტელეფონის ფუნქციის მიზნით. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება დარეკვა და SMS შეტყობინების გაგზავნა ციფრული კლავიატურით, რომლის ერთი ციფრი შეესაბამება 3-4 ასოს. (ნოსტალგიურია, ხომ?)

HMD Global – კომპანია, რომელიც ახლა Nokia-ს მობილურ დივიზიას მართავს, მოსალოდნელია თავიდან ბოლომდე შეცვალოს ლეგენდარული ტელეფონის დიზაინი, რომ ის გამოიყურებოდეს უფრო მოდერნისტულად, ისე, როგორც 2017 წელს შეეფერება. მას მწვანე-შავი ეკრანის ნაცვლად ახლა ფერადი ეკრანი ექნება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება თუ არა ის ისევე ყველაფრის გამძლე, როგორიც თავდაპირველი 3310 იყო და ამით თავისი სახელი გაითქვა.

განახლებული 2017 წლის Nokia 3310 რამოდენიმე ფერში იქნება ხელმისაწვდომი, ეს იქნება: შავი, ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე, წითელი და ყვითელი. ფასიც უკვე ცნობილია, დადასტურებული ინფორმაციით ის €59 ეღირება.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რა მიზეზით უშვებს Nokia განახლებულ 3310-ს, რომელიც სმარტფონიც კი არა, არამედ ჩვეულებრივი, ღილაკებიანი ტელეფონი იქნება? ვინ იყიდის მას?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა ეს ტელეფონი რეკორდებს ვერ დაამყარებს გაყიდვების რიცხვში.

თავდაპირველად, დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ არის ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც სულაც არ ინტერესდება სმარტფონებით და სჭირდებათ მხოლოდ ტელეფონი, რომელიც ერთ მარტივ ფუნქციას, ზარის განხორციელებას ასრულებს იდეალურად, სმარტფონებისგან განსხვავებით ძლებს დიდხანს და რა საკვირველია ჩაკ ნორისზე ძლიერიც კი არის.

მეორე მხრივ, ეს არის Nokia-ს მარკეტინგული პატარა “ხრიკი”, რომელიც ბრენდის იმიჯის აღორძინებისთვის იქნება გამოყენებული. Nokia 3310 მსოფლიოს წაურსდგა 2000 წელს და ისე გაითქვა სახელი, რომ მის გამძლეობაზე 17 წლის შემდეგაც, ახლაც კი ხუმრობენ. ამრიგად Nokia-სთვის, 3310-ის რიბუთი პოპულარობის დაბრუნებისათვის უდიდესი შანსია.

წყარო: review.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *