ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > oops სიახლეები > Google Assistant უკვე ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი თქვენს ნებისმიერ Android მოწყობილობაზე

Google Assistant უკვე ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი თქვენს ნებისმიერ Android მოწყობილობაზე

737 ნახვა

გასულ წელს Google-მა თავის 4 ოქტომბრის პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინა თავისი ხელოვნური ასისტენტი, რომლის შექმნასაც ბოლო რამდენიმე წლები მოანდომა. ის სპეციფიური სახელით არ გამოირჩევა, როგორც Apple-ის Siri, Microsoft-ის Cortana ან Amazon-ის Alexa, მას უბრალოდ, უგენდეროდ – Google Assistant ჰქვია.

ის თავდაპირველად მხოლოდ Google-ის Allo მესენჯერში იყო წარმოდგენილი ბოტის სახით და მომხმარებელს მასთან კონტაქტის დამყარება მხოლოდ ტექსტური სახით შეეძლო, შემდგომ Assistant-ის ნამდვილი, ხმოვანი სახე Google-ის წარმოდგენილ უახლეს პროდუქტებზე იყო ხელმისაწვდომი, როგორიცაა კომპანიის პირველი სმარტფონი – Pixel და ჭკვიანი სახლის მოწყობილობა – Google Home-ზე.

მართალია Android ოპერაციული სისტემის მცოდნეები ადვილად გადაახტნენ Google-ის “ექსკლუზიურობაზე” განაცხადს და Root-ის დახმარებით შესაძლებელი გახადეს Assistant-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე ჩაწერა. საკმარისი იყო მხოლოდ სისტემური ფაილ Build.prop-ში მოწყობილობის სახელის შეცცლა “Pixel”-ზე, სპეციალური ვერსიის Google აპლიკაციის ჩაწერა და ხმოვანი Assistant-ი უპრობლემოდ მუშაობდა.

Android TV 7.0 Nougat განახლების შემდეგ, Assistant-ი ხელმისაწვდომი გახდა ყველა Android TV ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ყველა კონსოლზე, TV-ყუთზე თუ ტელევიზორზე, მათ შორის Nvidia-ს უახლეს Shield TV კონსოლზე. ის ასევე ყველა Android Wear-ზე მომუშავე საათზე გააქტიურდა 2.0 სისტემური განახლების შემდეგ. MWC 2017-ზე წარმოდგენილ სმარტფონებში LG G6 და Moto G5/G5 Plus გახდნენ პირველი სმარტფონები Pixel-ის გარდა, რომლებსაც Google Assistant აქვთ ჩაშენებული, ახლა კი Google ოფიციალურად ავრცელებს განცხადებას, რომ ხმოვანი ასისტენტი უკვე ყველა არსებულ Android მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა ვერსია 6.0 Marshmallow და ზემოთაა.

 

მართალია “Ok Google” ფუნქციონალობას Android მომხმარებლები უკვე დიდი ხანია იცნობენ, ფაქტობრივად Assistant-იც მსგავსი რამ არის, თუმცა გაცილებით მეტი რამე აქვს დამატებული. თუკი ადრე “Ok Google”-თი ჩვენ მოწყობილობას რამეს ვთხოვდით და ის გვისრულებდა, ახლა Assistant-ი ნამდვილი ხელოვნური ინტელექტია, შეუძლია ჭკვიანი სახლის კონტროლი, თქვენთან საუბარი, მათ შორის წინა საუბრის დამახსოვრება და მთლიანად შეუძლია მოერგოს თქვენზე, დაიმახსოვრებს რომელი ფერი გიყვართ, რა ჟანრის მუსიკა და ა.შ. მას ასევე სიმღერა, თქვენთან ერთად თამაშების/გამოცანების თამაში და სხვადასხვა თემებზე საუბარი შეუძლია.

Google Assistant უკვე ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი თქვენს Android 6.0+ მომუშავე მოწყობილობებზე, ეს იქნება სერვერული განახლება Google Play Service-ებიდან, ასევე შესაძლოა Google აპლიკაციის განახლებაც იყოს Play Store-ზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *