ორშაბათი, სექტემბერი 23, 2019
Home > oops სიახლეები > სასამართლო: Google-ი მომხმარებელთა უფლებებს არღვევს

სასამართლო: Google-ი მომხმარებელთა უფლებებს არღვევს

784 ნახვა

მილიონობით მომხმარებელმა Google-ს სასამართლო მოუგო. ჩიკაგოს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, Google-ი მილიონობით მომხმარებლის ბიომეტრიული მონაცემების შენახვით, არღვევს მომხმარებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

საქმე ეხება Google-ის მიერ ძიების პროცესში ადამიანის სახის ამოცნობის ტექნოლოგიას.

მოსამართლემ, ილინოისის კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ დღეიდან, მომხმარებლის ნებართვის გარეშე მისი პირადი ფოტოს გამოყენების შემთხვევაში, კომპანიას მოუწევს თითოეულ პირს გადაუხადოს ჯარიმა 1-5 ათასამდე დოლარის ოდენობით.

მოსამართლის განცხადებით, Google-ს რომ მხოლოდ დაერეგისტრირებინა და შეენახა ფოტო თავის სისტემაში, ეს პრობლემა არ იქნებოდა და ამით არც კანონს დაარღვევდა.

ბლუმბერგის ცნობით, აღნიშნული სასამართლო დავა პრეცედენტულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *