ორშაბათი, დეკემბერი 16, 2019
Home > რეკლამა > Apple თავის ახალ iPhone 8-ში კიდევ უფრო მეტი ღილაკის მოშორებას აპირებს

Apple თავის ახალ iPhone 8-ში კიდევ უფრო მეტი ღილაკის მოშორებას აპირებს

875 ნახვა

თუკი დავუჯერებთ Fast Company-ს განცხადებას, iPhone 8-ს უფრო რადიკალურად განსხვავებული დიზაინი ექნება ვიდრე ჩვენ გვგონია.

უკანასკნელი ჭორების საფუძველზე, Apple-მა შესაძლოა თავის ახალ iPhone-ში ყველანაირი ფიზიკური ღილაკი მოაშოროს (ხმის ამწევ-დამწევი, ჩართვა/გამორთვის ღილაკი და ჩუმი რეჟიმის გადამრთველი) და ჩაანაცვლოს ისინი “მეტალში ჩაშენებული სენსორული ღილაკებით”

ყველანაირი ფიზიკური ღილაკებისგან თავისუფალი iPhone 8, დიზაინერულად ძალიან მიუახლოვდება მონოლითური შუშის ფილის მოწყობილობის კონცეფციას – სუფთა, მინიმალისტური დიზაინი, რომელიც Apple-ის უფროს დიზაინერ – Jony Ive-ს უსიტყვოდ შეუყვარდება.

ღილაკების მოშორება Apple-ს საშუალებას მისცემს შექმნას უფრო წყალგაუმტარი iPhone-ები, რათა ღილაკების იზოლირებას აღარ დასჭირდება რეზინის შუასადებები, ისე როგორც ეს iPhone 7 და 7 Plus-ზეა.

Apple ასევე განიხილავს “3D სენსორულად-გადამცემ ტექნოლოგიას”, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს სახის ამოცნობისათვის, უკანა კამერაში უკეთესი სიღრმის ამოცნობისათვის (შესაძლოა უკეთესი Portrait რეჟიმისთვის) ან დამხმარე რეალობისთვის.

განცხადება ასევე ადასტურებს სხვა წინა ჭორებს, როგორიცაა ის, რომ ახალ iPhone-ს 5.8 ინჩიანი Amoled ეკრანი ექნება, სრულიად ახალი დიზაინი უჟანგავი ფოლადი და შუშისგან, ასევე Touch ID თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელიც ეკრანის უკან განთავსდება.

მიუხედავად იმისა, რომ iPhone 8 იქნება ზუსტად ის iPhone, რომელიც ყველას სურს, Apple ასევე გამოუშვებს განახლებულ iPhone 7S და 7S Plus-ს.

აღსანიშნავია ისიც, რომ iPhone 8 თავის ახალ ფუნქციებთან ერთად, სულაც არ იქნება იაფი. ის შესაძლოა $1000-ზე მეტი ღირდეს.

 

 

წყარო : review.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *