ორშაბათი, დეკემბერი 16, 2019
Home > შოუბიზნესი > #თაობა: ბერიკა – არ მჯერა იმ ტიპების არტისტობის, ვინც კონფორმისტულად და სიტუაციურად მოღვაწეობს

#თაობა: ბერიკა – არ მჯერა იმ ტიპების არტისტობის, ვინც კონფორმისტულად და სიტუაციურად მოღვაწეობს

940 ნახვა

მუსიკალურ განვითარებას, როგორც ისტორია გვიჩვენებს, პირველ რიგში, ისეთი ინდივიდების ერთობლიობა აყალიბებს, რომელიც პირველ რიგში თავის თავს არ ზღუდავს ახალი შესაძლებლობების ასათვისებლად, შემდეგში კი ამ ყველაფრისკენ უკვე აუდიტორიას უბიძგებს. #თაობის სტუმარია ქართველი მუსიკოსი და DJ – ბერიკა.

M: პირველ რიგში გვითხარი, ვინ არის ბერიკა?

ბერიკა არის ირაკლი ბერიკაშვილი, რომაული პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუ-ღმერთი და მუსიკოსი .

M:  მუსიკასთან შეხება ბავშობიდანვე გქონდა? იყვნენ თუ არა ოჯახის წევრები, რომლებმაც იმოქმედეს შენზე, რომ ამ მიმართულებით წასულიყავი, თუ შემდგომი გააზრებული არჩევანი იყო?

მუსიკასთან შეხება ბავშობიდან მქონდა კი, სანამ პატარა ვიყავი ფორტეპიანოზე დავდიოდი, სახლშიც სულ მუსიკა ისმოდა, მამაჩემი რადიოში მუშაობდა და კომპაქტ დისკების დიდი კოლექცია გვქონდა სახლში, დედაჩემიც ძალიან მუსიკალურია და სულ უკრავდა, მაგრამ სანამ პატარა ვიყავი მაგას არ ქონდა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, დიდად არც გავლენა, მაგრამ მგონია, რომ სადღაც დაილექა და ნელ-ნელა ამოტივტივდა ეს ყველაფერი ერთად. სახლში, მე მგონი, არავის არ უნდოდა რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი და ალბათ არავინ არც იფიქრებდა – დიდად თვალში საცემი არ ვიყავი არც ჩემი მუსიკალური გამოხტომები მქონია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს , ყველაფერი რაღაც დროსთან ერთად თავისით დამეწყო.

 

M: რაც შეეხება შენს ამჟამინდელ საქმიანობას. საზღვრავ თუ არა შენს შემოქმედებას „ტექნო“ მუსიკით, თუ გირჩევნია ჟღერადობა რაიმე სემანტიკურ ჩარჩოებში არ მოაქციო?

ჩემი ხედვები ძალიან ხშირად იცვლება, რაღაც ვარიანტში ესე გამოდის რომ არასდროს არ ვიცი საით მიმყავს ყველაფერი, მაგრამ თან ვცდილობ ყველაფერი დავახარისხო და რაღაც მიმართულება მივცე. ბოლო დროს მივხვდი რომ ლიმიტები არ მიყვარს და მზღუდავს, არა თავისუფლების მხრივ, უბრალოდ რაღაც შიმშილივით არის რომელიც იმედია დიდი ხანი არ დამიკმაყოფილდება. ტექნოს რაც შეეხება, სანამ პოპულარული იქნებოდა მასიურად, პლასტიკმენი მომწონდა და იმ დროიდან დაიწყო ჩემი ტექნო ხედვა, ეხლაც მომწონს ტექნო და ამ მუსიკაში ძაან კარგად გამოვხატავ ჩემ ხედვებს და შიდა მოგზაურობას, მაგრამ მაგით ვერ ვკმაყოფილდები , ამიტომ სხვა ჟანრებსაც ძაან აქტიურად ვაკეთებ და მიმაჩნია რომ ყველა ჩემი თავიდან გამომდინარეობს და არა სოციალურ-მარკეტინგული ან რაიმე სხვა მოთხოვნებიდან.

M: როგორც ვიცი, კონსერვატორიაში სწავლობდი, რაღაც მომენტში კი აკადემიური მიმართულებიდან სრულიად სხვა მიმართულებით წახვედი. თავად სასწავლებელში არსებულმა  ვითარებამ რაიმე პროტესტის გრძნობა გაგიღვივა მუსიკალური მიმართულებითაც?

კონსერვატორია და ათწლედი მჭირდებოდა იმისთვის, რომ მაშინდელი დაბნეულობა რაღაცნაირად მესწავლა და გამეგო რა იყო და რაში იყო საქმე , 15-16 ის რომ ვიყავი ან 17-ის, მაშინ ძაან აქტიურად ვუსმენდი იმ მუსიკას რაც კონსერვატორიაში ისწავლებოდა. კლასიკა და სხვა მსგავსი . კონსერვატორიის ერთ-ერთი პროფესორი გოგა შავერზაშვილი და ჩემი ჰარმონიის მასწავლებელი, ძაან დამეხმარნენ რომ უკეთ დამენახა ჩემი შესაძლებლობები და სწორი ინვესტიცია გამეკეთებინა, შეიძლება მათთვის ჩემი კომპოზიციები ძაან უცნაურად ჟღერდა ან არ ვიცი, ჰარმონიის მასწავლებელმა მითხრა რომ უნდა დაიკიდოო ამის კეთებაო , როცა ჩემი ჯგუფელები საგალობლებს წერდნენ უკვე მე კარნახს ვერ ვწერდი ნორმალურად, ამიტომ რაღაც სხვა ხერხი უნდა მენახა, რომ ჩემი გაუცნობიერებელი მუსიკოსობა ნელნელა ამომეტანა ზედაპირზე .

M: სოლო პროექტთან ერთად Kung Fu Junkie ის წევრიც ხარ, რაც დამატებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჯერ კიდევ ექსპერიმენტობ და საკუთარ თავს ეძებ. როგორმე წარმოგიდგენია, რომ მხოლოდ ერთ მუსიკალურ მიმართულებას თუ კონცეფციას მიუძღვნა სრული დრო?

KFJ ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო , არასდროს არ ვუსმენდი მაქამდე სანამ ერთად მუშაობა არ დავიწყეთ, ეგ უკვე იმ ეტაპზე მოხდა როცა მეტნაკლებად მოქნილი ვიყავი ჩემ შესაძლებლობაში და სანამ დავეთანხმებოდი გრინჩის შემოთავაზებას სულ ვფიქრობდი რა აკლდა ჯგუფს და რითი შევავსებდი მე , მიუხედავად იმისა რომ მაშინ გრინჩი ახალ საუნდს ეძებდა KFJ-სთვის და ჩემით ტექნო ელემენტების სინთეზი აინტერესებდა, ყველაფერი სხვაგან წავიდა, რაღაც არ მინდოდა რომ მაგ ჟღერადობას რაიმე ქონოდა ტექნოდან, ვერ ვაკავშირებდი. ამიტომ მე სინთეზატორის როლი ავიღე თავიდან ან ესე გამოვიდა .KFJ ძაან მაგარ პროდუქტად მეაზრებოდა ერთად მუშაობის მერე, დიდი პერსპექტივა დავინახე ჯგუფის განვითარებაში იმიტომ რომ ჩარჩოები არ არსებობდა  და ყველაფრის მიუხედავად ჯგუფს თავისი ხელწერა მაინც ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩემი მოსვლის და გრინჩის წასვლის დროს ბევრი რამე შეიცვალა ჯგუფში, როცა არანჟირება ჩემზე და ვინდა ფოლიოზე გადმოვიდა, გრინჩის ხელწერა და პოპ ის შეგრძნება ძაან დაიკარგა ჩემთვის და ალბათ ყველასთვის  …. იმიტომ რომ გრინჩს სულ სხვა “ბაგაჟი” ჰქონდა სარეალიზაციოდ რომელიც არც მე და არც ვინდას არ გვაქვს . საქმე მასპროდუქტში არ არის უბრალოდ გრინჩს ძაან კარგად ქონდა დამუშავებული კარგი პოპ-ის იდეა თავში . ეხლანდელი მუსიკა რაც კეთდება ჯგუფში მე ძაან მომწონს და ბევრს მაძლევს მაგრამ სადღაც მგონია რომ KFJ ის პირველი ემოციები აღარ დაბრუნდება.

M: ადგილობრივად უკვე ბევრი არტისტი წამოვიდა, რომელთა მუსიკაც მხოლოდ ინტერნეტის „ანდერგრაუნდში“ ტრიალებს. როგორ ფიქრობ, რა პერსპექტივა აქვს ამ მუსიკას გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში?

მე მგონია რომ ეხლა ეს რენესანსი ყველაფერს ერთად წამოიღებს რაც აქამდე არ ჩანდა.  ძალიან რთული კითხვაა იმიტო რომ ადამიანს ამბიციას გააჩნია, ვისაც 10 ტრეკი აქვს გაკეთებული და საკუთარ თავს არტისტს ეძახის ცოტა სხვა საქმეა, ჩემთვის არტისტობა მარტო მუსიკის ან რაიმე ხელოვნების დარგში მუშაობა არ არის.  ყველაფერი  რაღაც პასუხისმგებლობამდე მიდის საბოლოო ჯამში, არ მჯერა იმ ტიპების არტისტობის ვინც კონფორმისტულად და სიტუაციურად მოღვაწეობს. ეგ ვარიანტიც არ არის ცუდი , არავის არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ სოციალური ან რამე მდგომარეობით დაინტერესდეს და რამისთვის იბრძოლოს და მგონია, რომ ეგეთ პროდუქტს არასდროს არ აქვს თავისი სამყარო, რომელიც მიმოცვლით საზრდოობს, შესაბამისად, ინტერნეტში დაიკარგება თუ ნიუს ფიდში, ყოველთვის დაიკარგება, რაშიც კრეატიული ელემენტი არ არის .

M: სად შეიძლება ბერიკას მუსიკის მოსმენა თბილისში, უახლოეს მომავალში?

10 თებერვალს, მტკვარზე, როგორც Black Dub Odyssey ჩემი ერთერთი პროექტი.

M: დაუტოვე მარკეტერს ტრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *