ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2019
Home > საინტერესო ფაქტები > სამაგალითო ხალხი: როგორ გადაადგილდება სამთავრობო კორტეჟი იაპონიაში

სამაგალითო ხალხი: როგორ გადაადგილდება სამთავრობო კორტეჟი იაპონიაში

689 ნახვა

როცა პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის კორტეჟი გადაადგილდება, ბევრ ქვეყანაში გზებს კეტავენ და ”ჩვეულევრივ მოკვდავთა” მოძრაობას აფერხებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკებიც, რომლებიც კორტეჟისა და გამცილებლების გარეშე დადიან, ზოგიერთი კი სულაც ველოსიპედით მიდის სამსახურში. ცხადია, რამზან კადიროვი ასეთებს ვერასდროს გაუგებს…

ახლა კი ნახეთ, როგორ გადაადგილდება იაპონიის პრემიერმინისტრის კორტეჟი.

Auto Bild

უფრო მეტიც: სხვა მძღოლები სულაც არ ჩქარობენ მისთვის გზის დათმობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ისეა, რომ პრემიერის კორტეჟი მეორეხარისხოვანი გზიდანი გზიდან უნდა შეუერთდეს მთავარ გზას და წესით, ყველას უნდა დაუთმოს გზა. ამიტომაცაა, რომ პრემიერს დაცვის თანამშრომლებს ფანჯრებიდან თავის გამოყოფა და სხვებისთვის იმის თხოვნა უწევს, რომ გზა დაუთმონ. რაც მთავარია, იაპონიის პრემიერის დაცვის თანამშრომლები ამას ძალიან ზრდილობიანად და მოკრძალებულად აკეთებენ.

და სხვათა შორის, იაპონიის პრემიერი ახალი ”ლექსუსით” ან ”ინფინიტით” კი არ დადის, არამედ საკმაოდ ძველი სედანით Toyota Century. მართალია, ამ სედანს 12-ცილინდრიანი ძრავა აქვს, მაგრამ მანქანა ჯერ კიდევ 1997 წელსაა გამოშვებული. აქვე ვთქვათ, რომ ასეთივე ავტომობილით დაატარებენ იაპონიის იმპერატორსაც – უბრალოდ, იმპერატორის ავტომობილს ძარა აქვს ოდნავ სხვანაირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *